GE

პოზიტიური იმიჯი, სისტემური ხედვა, კარგი მენეჯერი – როგორ აფასებენ ექსპერტები ალექსანდრე ჯეჯელავას

ფოტო –
indigo.com.ge

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ცვლილებას უკვე მოჰყვა პირველი შეფასებები. ვინ როგორ აფასებს პოსტზე ალექსანდრე ჯეჯელავას დანიშვნის ფაქტს? EDU.ARIS.GE ექსპერტების პოზიციებით დაინტერესდა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი გიგი თევზაძე მიიჩნევს, რომ ახალ მინისტრს ,,კარგი რაღაცების” გაკეთება შეუძლია და არც სამთავრობო დაკვეთას შეასრულებს განათლების სისტემის პოლიტიზირებასთან დაკავშირებით.

11992248_1098935783469118_1749161727_n,,წინა მინისტრი საერთოდ არაადეკვატური იყო. ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ ცვლილება არ დაგვიანდა. რაც შეეხება სანდროს, მას მე ძალიან დიდი ხანია ვიცნობ. ძალიან რთული სფერო ჩაიბარა, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ კარგი რაღაცების გაკეთება შეუძლია. დადებითად ვარ განწყობილი მის მიმართ. კიდევ ერთი: ერთი საკითხია ის დავალება, რომელიც მას აქვს მიცემული, თუმცა მეორეს მხრივ ვფიქრობ, რომ სანდრო არ დაუშვებს და არ დათანხმდებოდა სისტემის პოლიტიზირების  დავალებას”.

განათლების საკითხების სპეციალისტი გია მურღულია ჩვენთან საუბარში ახალ მინისტრს კარგ მენეჯრს უწოდებს. მისი თქმით, ალექსანდრე ჯეჯელავას სისტემური ხედვა აქვს და კარგი მომზადება.

maxresdefault,,მეც ახლახანს შევიტყვე ცვლილების შესახებ. ახალ მინისტრობის კანდიდატზე შემიძლია ვთქვა, რომ რამდენჯერმე შევხვედრილვარ და გვისაუბრია განათლების საკითხებზე, ასევე, ზოგადად ქვეყნის განვითარების საკითხებზე, მომავალ თაობაზე. მინდა გითხრათ, რომ ძალიან საინტერესო ხედვები აქვს ბატონ სანდროს ამ მიმართლებით. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ მას სისტემური ხედვა ახასიათებს როგორც მოვლენების ასევე ცალკეული დეტალების მიმართ. ვფიქრობ რომ ასეთი მომზადების და განწყობის ადამიანის და პასუხისმგებლობის მქონე პირი სასიკეთოდ წაადგება სისტემას. დანარჩენს დრო გვიჩვენებს”- განაცხადა გია მურღულიამ.

განათლების საკითხების ექსპერტი თამარ მოსიაშვილი ვერ პროგნოზირებს რამდენი ხნით დაიკავებს მინისტრის პოსტს მართვის აკადემიის დამფუძნებელი. როგორც ექსპერტი ჩვენთან საუბარში ამბობს, მინისტრების ხშირი ცვლილება ხელს უშლის რეფორმის ბოლომდე და წარმატებით შესრულებას.

14E96B74-6C40-44BF-886D-C551BF7B7BEF_mw1024_s_n,,ძალიან ბევრი მინისტრი შეიცვალა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ. ბოლო ოთხ წელიწადში ბატონი ალექსანდრე მესამე მინისტრია. ეს ცვლილება კი იწვევს  რეფორმის ვექტორის ცვლას და უკარგავს ქვეყანას საგანმანათლებლო სისტემის თანმიმდევრულობას. ის რომ განათლების მინისტრები ასე ხშირად იცვლებიან, მიუთითებს იმ ფაქტს, რომ განათლება დღეს საქართველოში მჭიდროდ არის მიბმული პოლიტიკურ დღის წესრიგს. რაც შეეხება თავად ბატონ ალექსანდრეს, მას ცალსახად პოზიტიური იმიჯი აქვს საზოგადოებაში. ვნახოთ, როგორ იმუშავებს. მე პირადად წარმატებებს ვუსურვებ,”- აცხადებს თამარ მოსიაშვილი.

manana_nikolaishvili_5583განათლების საკითხების კიდევ ერთი ექსპერტი მანანა ნიკოლაიშვილი მიიჩნევს, რომ ახალმა მინისტრმა პირველ რიგში პედაგოგთა პროფესიული განვითარების ახალი სქემა უნდა გააუქმოს. მანანა ნიკოლეიშვილი EDU.ARIS.GE-ს საშუალებით ალექსანდრე ჯეჯელავას რჩევას აძლევს
,,იცით რა უნდა ქნას ახალმა მინისტრმა ?! მან უნდა აიღოს ქართული ოცნების” პროგრამა რითაც ისინი მოვიდნენ და დაიწყოს იმ საკითხების შესრულება რაც პროგრამაში წერია. პროგრამა მმართველ პარტიას ძალიან კარგი ჰქონდა, უბრალოდ იქედან 90%–ზე მეტი არ შესრულებულა. პირველ რიგში კი სქემით დაიწყოს, სქემით რომელმაც ათასობით პედაგოგი გააგიჟა და რომელიც არაფრათ არ ვარგა. ალექსანდრე ჯეჯელავამ ეს სქემა უნდა გააუქმოს,”- განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

ლევან ბერძენიშვილი კი „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ მიცემულ ინტერვიუში შემდეგს ამბობს:

c402bfce0df53c82837fe1ea29af2b48„საქართველოში, ბოლო წლების განმავლობაში არ გაამართლა არც ერთმა განათლების მინისტრმა. განათლების მდგომარეობა არის კატარსტროფული და ეს არ არის მარტო მიმნისტრების ბრალი, ეს როგორც ჩანს იმის ბრალია, რომ ყველას ეშინია რეალური რეფორმების განხორციელებისა სწორედ სკოლაში. თუ სკოლისკენ გაიხედავს ახალი მინისტრი ექნება პერსპექტივა.“

„შევეცდებით განათლების სისტემა პასუხობდეს არამარტო ქართული საზოგადოების საჭიროებებს, არამედ გახდეს სამაგალითო და სანიმუშო“

ვინ არის განათლების ახალი მინისტრი – ალექსანდრე ჯეჯელავას ბიოგრაფია

პრემიერმა თამარ სანიკიძე განათლების მინისტრის პოსტიდან გადააყენა

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური