GE

პროექტზე ,,მოხალისე პედაგოგი’’ განაცხადების მიღება დაიწყო

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ წამოწყებული პროექტის „მოხალისე პედაგოგი’’ ფარგლებში, მსურველთათვის განაცხადების მიღება დაიწყო.

სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოხალისეობის მსურველი პირები სააგენტოს ბენეფიციარებს მათთვის სასურველი მიმართულების ცოდნის დაუფლებასა და მის გაღრმავებაში დაეხმარებიან.

ვის შეუძლია პროექტში მონაწილეობის მიღება და ვისთან იმუშავებენ მოხალისეები:

პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა, იყოთ სრულწლოვანი და შესაბამისი დარგის ცოდნა გქონდეთ. პედაგოგად მუშაობის გამოცდილება სასურველია, თუმცა არა სავალდებულო. შერჩეული პედაგოგები სხვადასხვა საგანს შეასწავლიან პირობით მსჯავრდებულებს, ყოფილ პატიმრებსა და მათი ოჯახის წევრებს, განრიდებულ პირებსა და არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარებს. სასწავლო პროცესი, კოვიდრეგულაციების თანახმად, დისტანციურ რეჟიმში წარიმართება.

კურსების ხანგრძლივობა და გაკვეთილების ინტენსივობა მოხალისე პედაგოგებთან ერთად განისაზღვრება. პროექტის დასრულების შემდეგ კი, მოხალისე პედაგოგები მადლობის სიგელებით დაჯილდოვდებიან.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე 28 ოქტომბრამდე უნდა გაგზავნონ მისამართზე: khatadiashvili@prevention.gov.ge

გასაუბრების მიზნით მოხალისეობის მსურველებს ეტაპობრივად დაუკავშირდებიან.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე: +995 591 41 45 17.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური