GE

პროფესიული კოლეჯების დირექტორების კონკურსის შედეგები ერთ კვირაში უნდა გახდეს ცნობილი – კოლეჯების სია

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ პროფესიული კოლეჯების დირექტორების პოზიციაზე კონკურსი 2019 წლის აპრილის თვეში გამოაცხადა. როგორც EDU.ARIS.GE-მ გაარკვია, კონკურსის შედეგები, რომელი კოლეჯს ეცვლება ხელმძღვანელი ან სად დარჩება იგივე ხელმძღვანელი, ჯერ ისევ უცნობია.

რატომ არ არის ცნობილი 4 თვის თავზე კონკურსის შედეგები და როდის დასრულდება პროცესი, ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელს მივმართეთ.

როგორც ირინა წეროძე ამბობს, შედეგების შესახებ შესაბამისი ოქმი ერთ კვირაში უნდა გამოქვეყნდეს.

„კონკურსი არ დასრულებულა. გასაუბრების პროცესი იყო, შემდეგ არის კომისიის მიერ შეთანხმება, ერთი ოქმი არის გამოცემული და გადაწყვეტილება როგორც კი იქნება მიღებული კომისიის წევრების მიერ, და სავარაუდოდ, ეს იქნება დაახლოებით ერთ კვირაში, უკვე დაიწყება დანიშვნის პროცედურები ან შესაბამისი პროცედურები, რასაც კომისია გადაწყვეტს იმის მიხედვით, შეირჩევა თუ არა კანდიდატი. ყველა კოლეჯზე იქნება სათითაო ოქმი, რომ იქ დაინიშნა ეს კანდიდატი. მე მაქვს დაგეგმილი რომ უკვე ერთ კვირაში იქნება შედეგები. კომისიის წევრების ნაწილი შვებულებაშიც იყო, ვერ მოხერხდა მათი შეკრება და სხვა მიზეზებიც იყო“, – განგვიცხადა ირინა წეროძემ და განმარტა, რომ კონკურსის შედეგების გამოცხადების წინასწარ დადგენილი ვადები კანონით განსაზღვრული არ არის.

იმედი გვაქვს, რომ კონკურსის შედეგების გამოცხადების დროში გაწელვამ არ იმოქმედა კოლეჯების გამართულ მუშაობაზე.

რაც შეეხება კოლეჯების სიას, სადაც კონკურსი დირექტორის თანმდებობაზე იყო გამოცხადებული, ასე გამოიყურება:

სსიპ – საზოგადოებრივი კოლეჯი იბერიის დირექტორი

სსიპ – პროფესიული კოლეჯი ლაკადის დირექტორი

სსიპ – პროფესიული კოლეჯი თეთნულდის დირექტორი

სსიპ – საზოგადოებრივი კოლეჯი ახალი ტალღის დირექტორი

სსიპ – საზოგადოებრივი კოლეჯი ოპიზარის დირექტორი

სსიპ – საზოგადოებრივი კოლეჯი აისის დირექტორი

სსიპ – კოლეჯი მოდუსის დირექტორი

სსიპ – საზოგადოებრივი კოლეჯი გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორი

სსიპ – საზოგადოებრივი კოლეჯი ილია წინამძღვრიშვილის საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორი

სსიპ – საზოგადოებრივი კოლეჯი ხელოვნების კოლეჯის დირექტორი

სსიპ – საზოგადოებრივი კოლეჯი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორი

სსიპ – საზოგადოებრივი კოლეჯი გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის დირექტორი

სსიპ – საზოგადოებრივი კოლეჯი სპექტრის დირექტორი

სსიპ – პროფესიული კოლეჯი ერქვანის დირექტორი

სსიპ – საზოგადოებრივი კოლეჯი ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიის დირექტორი

სსიპ – საზოგადოებრივი კოლეჯი ფაზისის დირექტორი

ა(ა)იპ – პროფესიული კოლეჯი იკაროსის დირექტორი

ა(ა)იპ – პროფესიული კოლეჯი პრესტიჟის დირეტორი

ა(ა)იპ – პროფესიული კოლეჯი ჰორიზონტის დირექტორი

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორი

სსიპ – საზოგადოებრივი კოლეჯი მერმისის დირექტორი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური