ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მესამე დღეს აბიტურიენტთა დაახლოებით 3% არ გამოცხადდა
მესამე დღეა, რაც აბიტურიენტები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას საქართველოს მასშტაბით გახსნილ 22 საგამოცდო ცენტრში აბარებენ. ამ დროისათვის გამოცდები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მესამე დღეს აპლიკანტთა დაახლოებით 3% არ გამოცხადდა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი წარმომადგენლები EDU.ARIS.GE-სთან აცხადებენ, რომ ცენტრებში დაგვიანების 4 შემთხვევა დაფიქსირდა ქვეყნის მასშტაბით. ეს აბიტურიენტები გამოეთიშნენ 2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს
შეგახსენებთ, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 38 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა. არჩევითი საგნებიდან კი ყველზე მეტი აპლიკანტი გეოგრაფიას, ისტორიას და მათემატიკას აბარებს. 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები თბილისის მასშტაბით 9 საგამოცდო ცენტრში ტარდება. ხოლო ქვეყნის მასშტაბით სულ 22 ცენტრი ფუნქციონირებს. აბიტურიენტები, მასწავლებლები, მასწავლებლობის მსურველები, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეები და მაგისტრობის მსურველები გამოცდებს 26 ივლისს დაასრულებენ.
საინგილოდან ჩამოსულ აბიტურიენტს თბილისის საგამოცდო ცენტრში მისვლა ნახევარი საათით დააგვიანდა
-
რა უპირატესობები და გამოწვევები აქვს უმაღლესი განათლების რეფორმის მთავარ სიახლეებს
by ARIS.GE-განათლება
-
ყველაზე დაბალი მაჩვენებლები დაკვირვების მთელი ისტორიის მანძილზე – PISA 2025 წლის შედეგები გამოქვეყნდა
by ARIS.GE-განათლება
-
„თუ სკოლის რეპეტიტორიუმი მოსწავლეებს მხოლოდ საგამოცდო საგნებში მოამზადებს, რა გამოდის – მე-11 კლასში წყვეტენ ზოგადი განათლების მიღებას?“
by ARIS.GE-განათლება