ქართული ენისა და ლიტერატურის (I-VI) ტესტირების შედეგები ცნობილია
2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისათვის ტესტირების შედეგების გამოცხადება 26 ნოემბრიდან დაიწყო. დღეს ცნობილი ქართული ენისა და ლიტერატურის (I-VI) ტესტირების შედეგები გახდა.
შედეგების გაგება შესაძლებელია ვებგვერდზე: online.naec.ge. ასევე, მოკლე ტექსტური შეტყობინებით. ამისთვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა კოდი უნდა გაგზავნოს ნომერზე: 93333 (მომსახურების საფასური 50 თეთრია).
ასევე გამოქვეყნდა:
გამოცდების სხვა საგნების შედეგები ეტაპობრივად, ნაშრომების გასწორების დასრულებისთანავე გამოქვეყნდება.
ყველა საგნის პირველადი შედეგის გამოცხადების შემდეგ დაიწყება სააპელაციო განაცხადების მიღება. აპლიკანტს შესაძლებლობა ექნება, გაასაჩივროს როგორც ერთი, ასევე რამდენიმე დავალება ან მთლიანი შეფასება.
- რა უფლებები მიენიჭათ საგანმანათლებლო რესურსცენტრებს სკოლებთან მიმართებით აჭარაში – განათლების მინისტრის ბრძანება by ARIS.GE-განათლება
- როგორ უნდა იმუშაოს აბიტურიენტმა პასუხების ფურცელზე – NAEC-ის რჩევები უცხოური ენის გამოცდისთვის by რჩევები
- დაიწყება თუ არა სკოლაში ქართული ენის ცალკე საგნად სწავლება? – რა პასუხი აქვს განათლების მინისტრს by ARIS.GE-განათლება