GE

ქუთაისის უნივერსიტეტში პატარებისთვის საახალწლო კარნავალი გაიმართა

დეკემბრის თვე ქუთაისის უნივერსიტეტში დატვირთული იყო საქველმოქმედო თუ გასართობი ღონისძიებებით. კულმინაცია კი როგორც ყოველთვის პატარების ზეიმი გახლდათ.

2016 წელს შეხვედრა ბავშვებთან დეკემბრის ბოლოს დაიგეგმა.
29 დეკემბერს უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში საახალწლო კარნავალი გაიმართა უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლების პატარებისთვის.

სცენაზე პატარებთან ერთად მღეროდნენ და ცეკვავდნენ სხვადასხვა ზღაპრის გმირები.  პატარებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს ზღაპრის გმირებთან, მშობლებთან და თანატოლებთან ერთად. ზეიმმა ყველას წინასაახალწლო პოზიტიური განწყობა შეუქმნა.

დასასრულს, თოვლის ბაბუამ დამდეგი ახალი წელი ყველას მიულოცა და ბავშვებს მათთვის მომზადებული ტკბილეული და საჩუქრები ჩამოურიგა.

ქუთაისის უნივერსიტეტი ყველას ულოცავს დამდეგ შობა-ახალ წელს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური