GE

ქუთაისში კოვიდინფიცირებულია 199 მასწავლებელი და 1 126 მოსწავლე

კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი იმატებს ქუთაისის სკოლებში. ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელის, მაია ცქიტიშვილის მიერ EDU.ARIS.GE-სთვის დღეს მიწოდებული ინფორმაციით, კოვიდდადასტურებულია 199 მასწავლებელი და 1 126 მოსწავლე.

სასწავლო პროცესი სრულად დისტანციურ რეჟიმზეა გადასული 10 საჯარო და 1 კერძო სკოლაში.

ამ დროის მონაცემებით, ონლაინ ფორმატში სწავლების სურვილი ქალაქის მასშტაბით 4 330 მოსწავლემ დააფიქსირა.

ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა რა შემთხვევაში განიხილავენ სკოლებისა და ბაღების დისტანციურ სწავლებაზე გადაყვანის საკითხს

მოამზადა ჟუკა ბანძელაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური