GE

რა გეგმებით მიდიან თსუ–ის რექტორობის კანდიდატები უნივერსიტეტში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობისთვის 3 კანდიდატი იბრძოლებს: უნივერსიტეტის პროფესორი ცირა ბარამიძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ყოფილი მოადგილე გია შარვაშიძე და ყოფილი პროფესორი გიორგი ბარამიძე.

რა გეგმები აქვთ რექტორობის კანდიდატებს, რა პროგრამით გეგმავენ უნივერსიტეტის მართვას და რა ძირითად ცვლილებებს განახორციელებენ გამარჯვების შემთხვევაში , ამ საკითხებზე EDU.ARIS.GE რექტორობის კანდიდატებს ესაუბრა.

baramidzeciraცირა ბარამიძე: “ჩემი მთავარი სამოქმედო გეგმა  უნივერსიტეტის რეალური ავტონომიურობის განხორციელებაა, რაც შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებით, ეტაპობრივად უნდა მოხდეს. გარდა ამისა,   უნივერსიტეტის მართვის ორგანოებთან:  სენატი, აკადემიური საბჭო და რექტორი, სტუდენტებთან და პროფესორებთან ერთად ცვლილებების განხორციელება, რათა სამოქალაქო ინსტიტუციას მივაღწიოთ და რეალურად უნივერსიტეტმა შეძლოს განკარგოს საკუთარი ფინანსები, ხარჯები, შემოსავლები,  იყოს დამოუკიდებელი და უხელმძღვანელოს საკუთარ თავს.”

ამბობს, რომ დღეს უნივერსიტეტში ვითარება იმდენადაა მომწიფებული, რომ აკადემიურმა საბჭომ უნდა შეძლოს, შეადაროს რექტორობის სამივე კანდიდატი და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. თუმცა ცირა ბარამიძე ფიქრობს, რომ ამ სამი კანდიდატიდან მას უნივერსიტეტის მართვის ორგანოებთან თანამშრომლობის მიმართულებით გამოცდილება გააჩნია, უნივერსიტეტის სამზარეულოს კარგად იცნობს და შესაბამისად,  რექტორობის შანსებიც აქვს.

ის უნივერსიტეტში არსებულ პრობლემებზე საუბრობს და ამბობს, რომ დღეს უნივერსიტეტი უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფოს, ანუ ვერტიკალის მიერ ჩარევისგან, იმ მავნე პრაქტიკისგან, რომელიც საბჭოთა პერიოდში იყო, გათავისუფლდეს ზემოდან მოსული  ხელისუფლების რგოლიდან წამოსული პერსონის მმართველობისგან.

სწორედ ასეთად მოიაზრებენ თსუ–ის სტუდენტები გია შარვაშიძის კანდიდატურას რექტორის პოზიციაზე, რომელმაც მინისტრის მოადგილის პოსტი სწორედ აღნიშნულ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით დატოვა. სტუდენტებს მიაჩნიათ, რომ უნივერსიტეტის მმართველი სახელისუფლებო შტოდან წამოსული პირი არ უნდა იყოს, ვინაიდან ასეთ დროს ავტონომიურობის გარანტიები არ არსებობს. თავად შარვაშიძე კი, რომლის კანდიდატურასაც განათლების მინისტრი დაუფარავად იწონებს, ავტონომიურობის დარღვევის საფრთხეს გამორიცხავს.

DSC_7832გია შარვაშიძე: “ძირითადი გამოწვევა ხარისხიანი განათლების მიცემაა. ეს არის დაკავშირებული სტუდენტურ სერვისებთან, მათ დაბალ დონესთან. არის უამრავი პრობლემა სასწავლო და კვლევით გარემოსთან დაკავშირებით. უნდა დავიწყოთ კვლევითი კომპონენტის შემოტანა. უნდა ამაღლდეს პროფესორების პრესტიჟი, უნდა ავაწყოთ კავშირი დასაქმებასთან.”

გია შარვაშიძე ამბობს, რომ უნივერსიტეტის ავტონომიურობა უნდა იყოს შეუვალი. მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს ის კომპეტენცია, რაც სახელმწიფოს აქვს და რაც უნივერსტიტეს და რეალური ავტონომიაუნდა იყოს.

რექტორობის კანდიდატი ფიქრობს, რომ არჩევნებზე მაღალი შანსები აქვს, რექტორად არჩევის შემთხვევაში, უნივერსიტეტში რადიკალურ საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს.

რექტორის არჩევნები თბილისის სახელმწიფო უნვიერსიტეტში 23 სექტემბერს გაიმართება. თსუ-ის ხელმძღვანელი აკადემიურმა საბჭომ უნდა აირჩიოს და 36 წევრიდან მომავალ რექტორს მინიმუმ 19 წევრის მხარდაჭერა სჭირდება.

რექტორის პოსტი ვაკანტური ვლადიმერ პაპავას გადადგომის შემდეგ გახდა. მმართველის გარეშე დარჩენილმა უნივერსიტეტმა მოგვიანებით რექტორის მოვალეობის შემსრულებლად რექტორის მაშინდელი მოადგილე დარეჯან თვალთვაძე აირჩია, რომელიც ამ თანამდებობას ამ დრომდე იკავებს.

EDU.ARIS.GE შეეცადა საკუთარი გეგმების შესახებ თსუ–ის რექტორობის კიდევ ერთ კანდიდატს გია ბარამიძესაც გასაუბრებოდა, თუმცა სამწუხაროდ, მასთან დაკავშირება ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ მოხერხდა.

ქეთი არის© გიგოლაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური