GE

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატი, რომ საგანმანათლებლო რესურსცენტრში დასაქმდეს

განათლების მინისტრის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დამტკიცდა.

როგორც EDU.ARIS.GE-ს სამინისტროში განუმარტეს, საგანმანათლებლო რესურსცენტრებში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადება იგეგმება. 

საგანმანათლებლო რესურცენტრებში განათლების სპეციალისტის რაოდენობის მატების შესახებ მინისტრმა EDU.ARIS.GE-სთან იანვრის თვეში ისაუბრა.

„განათლების სპეციალისტის შტატი დაემატება, როგორიც ჰყავთ ახლა, ანუ დაემატება მეორე და ზუსტად იმავე ფუნქციებს შეასრულებს, როგორსაც ახლა განათლების სპეციალისტი ასრულებს და ის არანაირად არ შეითავსებს პროფორიენტაციის ფუნქციებს“,-  განაცხადა ჯეჯელავამ.

დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები კანდიდატებისათვის

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური