რა ოდენობის ხელფასებია უმაღლესი განათლების ხარისხის ცენტრში 2026 წელს – დირექტორი, მოადგილეები, სამსახურის უფროსები
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში შემავალი სსიპ-ის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2026 წლის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი განისაზღვრა.
იხილეთ განკარგულება
23 თებერვლით დათარიღებული განკარგულება, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, 1-ელი იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე ვრცელდება.
დოკუმენტის თანახმად, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, ხელფასის სახით, თვეში 9 600 ლარს, ხოლო მისი მოადგილე (3 მოადგილე) 8 500 ლარს მიიღებს.
სამსახურის უფროსის (13 უფროსი) ყოველთვიური ანაზღაურება 5 280, მისი მოადგილის (10 მოადგილე) კი 4 480 ლარი იქნება.
მთავრობის განკარგულება, რომლითაც ასევე განსაზღვრულია სამმართველოს უფროსებისა და კოორდინატორების თანამდებობრივი სარგოები, ჯამში, 120 პირს ეხება. მათი ხელფასისთვის კი წლიურად 5 191 000 ლარია გათვალისწინებული.
ასევე იხილეთ:
როგორი ხელფასებია NAEC-სა და EMIS-ში 2026 წელს – ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები
მოამზადა მარიამ იმერლიშვილმა