GE

რა პრინციპით მოხდება აბიტურიენტის ჩარიცხვა ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე – გამოცდები 2020

2020 წლის აბიტურიენტებისთვის გამოცდების ახალი მოდელით ჩატარების პრინციპის განსაზღვრის შემდეგ, გამოქვეყნდა იმ დამატებითი საგნების პირველადი ჩამონათვალი, რომლებიც უნდა ჩააბარონ აბიტურიენტებმა კონკრეტულ პროგრამაზე ჩარიცხვის სურვილის შემთხვევაში.

არაქართულენოვანი აბიტურიენტებისთვის, რომელთაც ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე სჭირდებათ ჩაბარება, უმაღლესში მისაღებ გამოცდებზე ერთი გამოცდა უნდა ჩააბაროს.

ქართულ ენაში მომზადების პროგრამები – გამოცდები 2020

რამდენი გამოცდის ჩაბარებაა აუცილებელი ქართულ ენაში მომზადების
საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად?

აბიტურიენტებს, რომლებიც დარეგისტრირდებიან ამა თუ იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამისათვის განსაზღვრულ ადგილებზე, მოუწევთ ჩააბარონ ზოგადი უნარების გამოცდა სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე ან აფხაზური ენა ან ოსური ენა.

ეს აბიტურიენტები სწავლის გაგრძელების უფლებას მოიპოვებენ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელზეც სწავლა ხორციელდება 1 წელი (60) კრედიტი. ამ პროგრამის დასრულებისა და შესაბამისი სერტიფიკატის მიღების შემდეგ სტუდენტები დამატებითი გამოცდების გარეშე თავიანთი არჩევანის შესაბამისად სწავლას გააგრძელებენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის (4 წელი – 240 კრედიტი), დიპლომირებული სტომატოლოგის (5 წელი – 300 კრედიტი), დიპლომირებული მედიკოსის (6 წელი – 360 კრედიტი), მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო ან ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამით (5 წელი – 300
კრედიტი). ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე მოპოვებული სახელმწიფო
სასწავლო გრანტი გადადის შემდეგი ეტაპის დასაფინანსებლად.

2020 წლის ეროვნული გამოცდებისათვის უნივერსიტეტების მიერ არჩეული დამატებითი საგამოცდო საგნების ჩამონათვალი ცნობილია

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური