რა საბუთები უნდა წარადგინოს სტუდენტმა სოციალური პროგრამის ფარგლებში გრანტის მოსაპოვებლად
ცნობილი გახდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტების მიერ სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მისაღებად წარსადგენი განცხადების ფორმა და დოკუმენტების ნუსხა, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე, ესევე იმ სტუდენტებისთვის, რო,ლებიც იმყოფებიან მაგისტრატურის საფეხურზე.
იხილეთ წარსაგენი დოკუმენტების ნუსხა ბაკალავრებისთვის
იხილეთ წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა მაგისტრანტებისთვის
განცხადების ფორმა იხილეთ განათლების მინისტრის პირვანდელ ბრძანებაში
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებისათვის გამოიყო 2 520 000 (ორი მილიონ ხუთას ოცი ათასი) ლარი იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე.
ზემოთ მოყვანილი თანხიდან სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებისთვის გამოიყო 1 920 000 (ერთი მილიონ ცხრაას ოცი ათასი) ლარი იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე. ხოლო სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებისთვის გამოიყო 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც 2015 და 2016 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ დანართში
სასწავლო გრანტს 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა შვილებიც მიიღებენ
სოციალური პროგრამის ფარგლებში მაგისტრანტთა დაფინანსების მოპოვებისთვის საჭირო დოკუმენტები
-
როგორ უნდა მივიდეთ საგამოცდო ცენტრთან – 2026 წლის ზაფხულის გამოცდების მარშრუტები და ცენტრები
by ARIS.GE-განათლება
-
გამოცდის წინ გადასამეორებელი – ეს წესები აბიტურიენტმა ტესტირების მიმდინარეობისას არ უნდა დაარღვიოს
by ARIS.GE-განათლება
-
ინგლისური ენის გამოცდაში ეს ფრაზული ზმნები და წინდებულები წლიდან წლამდე მეორდება – 5 წლის ტესტების ანალიზი და სია აბიტურიენტებს
by ARIS.GE-განათლება