სოციალური პროგრამის ფარგლებში მაგისტრანტთა დაფინანსების მოპოვებისთვის საჭირო დოკუმენტები
2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული მაგისტრანტების სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების მისაღებად წარსადგენი განცხადების ფორმა და დოკუმენტების ნუსხა გამოქვეყნდა.
იხილეთ განცხადების ფორმა და დოკუმენტაციის ნუსხა
ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის 1000-ზე მეტი სტუდენტისთვის სოციალური გრანტისთვის ჯამში 2.5 მილიონი ლარია გამოყოფილი – ამის შესახებ, EDU.ARIS.GE-ის კითხვაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა. მისივე თქმით, ჯამში ასეთი სულ 16 კატეგორიაა.
მაგისტრებს, დაფინანსების მისაღებად განცხადება თანდართულ დოკუმენტებთან ერთად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში წარდგენილი უნდა იყოს 2017 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 2016 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით.
ვინ მიიღებს გრანტს სოციალური პროგრამის ფარგლებში – ვადები და პროცედურები
უფასო ფაკულტეტებისთვის გამოყოფილი თანხის მოცულობები უნივერსიტეტების მიხედვით
-
თუ მიღებული ქულების გასაჩივრებას გეგმავთ, ეს უნდა იცოდეთ – წესი აბიტურიენტებისთვის
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
გამსვლელი ქულა ფიზიკაში, სწორი პასუხები და აბიტურიენტთა შედეგები – გამოცდები 2026
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
გამოქვეყნდა აბიტურიენტთა შედეგები და გამსვლელი ქულა უცხოურ ენებში – გამოცდები 2026
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე