რა თანხა დაიხარჯება 2026 წელს სახელმწიფო უმაღლესებში ჩარიცხული 21 600-მდე სტუდენტის უფასოდ სწავლისთვის? – განათლების მინისტრის განმარტება
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე, სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა 21 600-მდეა. უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ამდენივე აბიტურიენტის ჩარიცხვის შემთხვევაში, მათი სწავლა სახელმწიფომ სრულად უნდა დააფინანსოს. ბაკალავრების (პირველი საფეხური) გარდა, უფასოდ მეორე საფეხურზე (მაგისტრატურა) ჩარიცხულმა პირებმაც უნდა ისწავლონ.
უფასოდ სწავლების მოდელი საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში 2026-2027 სასწავლო წლიდან იწყება, თუმცა, ამ დრომდე უცნობია, კონკრეტულად რა თანხას დახარჯავს სახელმწიფო სტუდენტთა უფასოდ სწავლებისთვის.
14 მაისს, ამ საკითხთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე, EDU.ARIS.GE-მ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიასგან ვერც კონკრეტული და ვერც სავარაუდო პასუხები ვერ მიიღო. 28 მაისს კი, შეკითხვით – 2026-2027 სასწავლო წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა 21 600-მდეა, რა თანხა დაიხარჯება ამდენივეს ჩარიცხვის შემთხვევაში, მათ უფასოდ სწავლებაზე და არის თუ არა წლევანდელ ბიუჯეტში ეს თანხა გათვალისწინებული? – საქართველოს პარლამენტში, ინტერპელაციის წესით დაბარებულ განათლების მინისტრს მივმართეთ, რაზეც გივი მიქანაძემ გვიპასუხა:
„რა თქმა უნდა, არის გათვალისწინებული. უბრალოდ, ჩვენ წლევანდელ ბიუჯეტს მივყვებით იმ სტანდარტით, რაც დადგენილია ერთ სტუდენტთან მიმართებაში, ოღონდ განსხვავებასაც გეტყვით. 21 600 ადგილი რომ გამოვაცხადეთ წელს, შარშან სულ 14 000 სტუდენტი დავაფინანსეთ გრანტით – ანუ 35 %-ით მეტი. 14 000 -დან 8 000 დავაფინანსეთ 100%-ით, დანარჩენი კი – 70 და 50%-ით. არამარტო რაოდენობრივად ვზრდით სტუდენტების დაფინანსებას, არამედ ვზრდით თანხობრივადაც.
უახლოეს პერიოდში ჩვენ საბოლოოდ შევაჯერებთ იმ პროექტს, რომელიც დაფინანსების ახალ მოდელთან არის დაკავშირებული გარდამავალ პერიოდში, ანუ სანამ რეფორმა მიმდინარეობს და რომელიც, რა თქმა უნდა, გაუმჯობესებული იქნება. ამას ჩვენ განვიხილავთ და შევაჯერებთ სახელმწიფო უნივერსიტეტებთან ერთად და იქიდან მიღებული მოცემულობებით, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი 2027 წლის ბიუჯეტში აისახება. ბიუჯეტი კი პარლამენტს წარედგინება განსახილველად და დასამტკიცებლად. ჩვენ წინმსწრებად, ნამატი თანხით – 700 მილიონი წარდგენილი გვაქვს, როგორც პროგნოზირებადი და შესაბამისად, აქ უკვე ჩანს სხვაობა და მატება. თუმცა, იმასაც გეტყვით, რომ ჩვენ საბოლოო ჯამში ჩამოვყალიბდებით მას შემდეგ, რაც უკვე ამ [დაფინანსების] მოდელზე შევჯერდებით, ეს უახლოეს პერიოდში განხორციელდება“.
ასევე იხილეთ:
ესაუბრა მარიამ იმერლიშვილი
-
ეს სტუდენტები გამოცდას ზოგად უნარებში ჩააბარებენ, რათა სასწავლო გრანტი მოიპოვონ ან გაიუმჯობესონ – პროცედურა ცნობილია
by საგრანტო კონკურსის სიახლეები
-
რამდენ სტუდენტს მიიღებს დიპლომატიის აკადემია – პროგრამები, ბიუჯეტი, ხელფასები და ყველა სხვა დეტალი
by ARIS.GE-განათლება
-
საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის შვიდი პუნქტი – „26 მაისი ისტორიული დღესასწაულია!“
by ARIS.GE-განათლება