GE

რა წესით უნდა დაუბრუნდეს სკოლას კორონავირუსის გადატანის შემდეგ მოსწავლე, მასწავლებელი, ან სკოლის თანამშრომელი

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება მთელი საქართველოს მასშტაბით იმ გამონაკლისების გარდა, როდესაც შეზღუდვები წერტილოვნად, სკოლების ან კლასების მიხედვით წესდება ან უკვე დაწესებულია.

15 თებერვლიდან სკოლებს დაუბრუნდებიან სამი დიდი ქალაქის – თბილისი, რუსთავი და ქუთაისის მოსწავლეებიც.

იმის გათვალისწინებით, რომ როგორც ირკვევა, მშობელთა დიდი ნაწილი არ არის დარწმუნებული გაუშვას თუ არა შვილი სკოლაში და აქვთ არაერთი კითხვა, EDU.ARIS.GE შეეცდება მათთვის საინტერესო საკითხებზე დამატებით გამოაქვეყნოს სხვადასხვა ინფორმაციები.

ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებით ეხება სხვადასხვა რგოლსა დასაკითხს. მათ მიერ დეტალურადაა აღწერილი თუ როგორ უნდა იყოს უზრუნველყოფილი სკოლაში უსაფრთხოების წესები. მათ შორის საუბარია მოსწავლის, მასწავლებლის ან სკოლის სხვა თანამშრომლის სკოლაში დაბრუნებაზე კორონავირუსის დამარცხების შემდეგ.

სასწავლო პროცესში ხელახალი ჩართვის, სკოლაში დაბრუნების პროცედურები:

1. დაავადების გადატანის შემდეგ მოსწავლე/მასწავლებელი/თანამშრომელი სასწავლო პროცესს დაუბრუნდება ექიმის გადაწყვეტილების საფუძველზე. გამოჯანრთელების შესახებ ცნობას გასცემს ექიმი და არ საჭიროებს პჯრ ტესტირებას. ტესტირების შედეგი არ არის გამოჯანმრთელების განმსაზღვრელი და მისი მოთხოვნა სასწავლო დაწესებულების ან სხვა პირის მიერ დაუშვებელია;

2. მოსწავლის/მასწავლებლის/თანამშრომლის ოჯახის წევრის დაინფიცირების შემთხვევაში, სასკოლო პროცესს ჩამოშორდება მხოლოდ კონკრეტული მოსწავლე/მასწავლებელი/თანამშრომელი და ეს ვითარება არანაირად არ გავრცელდება იგივე კლასის სხვა მოსწავლეებზე ან მასწავლებლებზე;

3. სკოლის მასწავლებლების/თანამშრომლების დაინფიცირების შემთხვევაში, მათთან მაღალი რისკის კონტაქტში მყოფი თანამშრომლების თვითიზოლაციის/კარანტინის ხანგრძლივობის დაზუსტებას უზრუნველყოფენ ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურები;

4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – ჯანდაცვის სამინისტრო) მიერ, თვითიზოლაციაში/კარანტინში მყოფი მასწავლებლისთვის/ თანამშრომლისთვის სამუშაო ადგილზე წარსადგენად დროებითი შრომისუუნარობის ტოლფასი ცნობა გაიცემა მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტის/ეპიდემიოლოგის მიერ დადასტურების შემდეგ;

5. ინფიცირებულთან მაღალი რისკის კონტაქტში მყოფი მასწავლებლის/თანამშრომლის თვითიზოლაციის/კარანტინის დამადასტურებელ ინფორმაციას, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის თანამშრომელი, დადგენილი წესით უგზავნის ჯანდაცვის სამინისტროს;

6. ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირი (მასწავლებელი/თანამშრომელი), რომელსაც ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ დადგენილი აქვს თვითიზოლაციის/კარანტინის რეჟიმი, აგზავნის შეტყობინებას მისამართზე – info@moh.gov.ge, ჯანდაცვის სამინისტროს „კონტაქტის“ ინტერნეტ-გვერდზე მოთხოვნილი ინფორმაციის შესაბამისად და „ტექსტის“ ველში უთითებს იზოლაციის დამადასტურებელი ცნობის მიღების საშუალებას (ელ-ფოსტა, საქართველოს ფოსტა, ხელზე გატანა).

ამავე თემაზე:

რა წერია სამინისტროს მიერ სკოლებისთვის გაგზავნილ განახლებულ რეკომენდაციებში – გეგმა 15 თებერვლისთვის

სამინისტრო სკოლებს: თითოეული მოსწავლე ასაკის შესაბამისად და ყველა მშობელი ინფორმირებული უნდა იყოს ამ საკითხებზე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური