GE

რამდენი სტატუსშეჩერებული სტუდენტია ქვეყანაში – უახლესი სტატისტიკა უმაღლესების მიხედვით

2017-2018 სასწავლო წლის 2 თებერვლის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში 8,960 სტუდენტს სტატუსი აქვს შეჩერებული, აქედან ფინანსური დავალიანების მიზეზით სტატუსი 3 407 სტუდენტს შეუჩერდა- აღნიშნულ ინფორმაციას EDU.ARIS.GE განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით ფლობს.

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოში დღეის მდგომარეობით 19 სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი ფუნქციონირებს.

განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სტუდენტების უმეტესობა სტატუსის შეჩერების მიზეზს არ უთითებს. თუმცა დასახელებულ მიზეზებს შორის არის ფინანსური მდგომარეობა, ორსულობა, მშობიარობა, საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა და ავადმყოფობა.
აღსანიშნავია, რომ სტატუსის შეჩერებისასას, სტუდენტები სხვა მიზეზის შემდგომ ფინანსურ დავალიანებას ასახელებენ. გადახდის უუნარობის გამო სწავლა სულ 3,407-მა სტუდენტმა შეწყვიტა.

EDU.ARIS.GE-სთვის მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ფინანსური დავალიანების გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი შემდეგ სამ უნივერსიტეტში დაფიქსირდა:

  • აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 1544 სტატუსშეჩერებული სტუდენტი;
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 630 სტატუსსშეჩერებული სტუდენტი;
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – 619 სტატუსშეჩერებული სტუდენტი.

სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობა სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების მიხედვით ჯამური მონაცემები:

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 1433

სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – 1555

სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – 1776

სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 2247

სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი – 172

სსიპ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 245

სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 277

სსიპ – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 145

სსიპ – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი – 78

სსიპ – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია – 194

სსიპ – სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია – 418

სსიპ – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – 93

სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია – 31

სსიპ – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი – 24

სსიპ – ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი – 22

სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია – 2

სსიპ – სამცხე – ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 218

სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი – 17

სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია – 11

ამავე თემაზე:

უმაღლესი სასწავლებლების არაგეგმიური შემოწმება მოხდება – განათლების მინისტრი

რა სტანდარტების დაკმაყოფილება მოუწევთ უმაღლეს სასწავლებლებს ავტორიზაციის გასავლელად

უნივერსიტეტებისთვის საავტორიზაციო განაცხადების მიღების ვადები განისაზღვრა – დეტალები

მოამაზადა გვანცა ღვედაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური