რას სთავაზობს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი 2016 წლის აბიტურიენტებს
2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ივლისის თვეში ჩატარდება. დარჩენილი დრო აბიტურიენტებმა სასურველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შერჩევას და გამოცდებისთვის კარგად მომზადებას უნდა დაუთმონ. ამ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის შეთავაზება, რომელსაც აბიტურიენტები უნივერსიტეტებისგან იღებენ.
წარმოგიდგენთ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს:
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი 2016-2017 სასწავლო წლისთვის აბიტურიენტებს სიახლეებს სთავაზობს.
საავიაციო უნივერსიტეტის მიერ “BAA(Baltic Aviation Academy) საავიაციო ტრეინინგ აკადემიასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, საფრენოსნო ფაკულტეტის კურსდამთავრებულები საერთაშორისო სტანდარტებით (EASA) აღიარებულ ლიცენზიას მიიღებენ, რაც ევროპის ქვეყნებში მუშაობის უფლებას იძლევა.
წელს ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე გადასახადმა დაიკლო და სახელმწიფო უნივერსიტეტებში არსებულ სწავლის საფასურს გაუტოლდა.
გაეცანით უნივერსიტეტის შეთავაზებას უკეთ:
რა ფაკულტეტები აქვს საავიაციო უნივერსიტეტს?
საავიაციო უნივერსიტეტში აბიტურიენტების ჩარიცხვა ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე. აბიტურიენტს შეუძლია აირჩიოს სამი ფაკულტეტიდან ერთ-ერთი.
- საფრენოსნო მომზადების ფაკულტეტი
(მისაღები კონტინგენტი – 50. ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი არჩევითი საგნები: მათემატიკა, ფიზიკა, ისტორია ან გეოგრაფია)
- საინჟინრო ფაკულტეტი
(მისაღები კონტინგენტი – 350. ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი არჩევითი საგნები: მათემატიკა, ფიზიკა, ისტორია ან გეოგრაფია)
- ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი
(მისაღები კონტინგენტი – 300. ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი არჩევითი საგნები: მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ლიტერატურა ან სამოქალაქო განათლება)
უფრო დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ აბიტურიენტის ცნობარი.
აქვს თუ არა უნივერსიტეტს დაფინანსების სისტემა?
– საფრენოსნო ფაკულტეტზე ჩაბარების შემთხვევაში, თუკი აბიტურიენტი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე მოიპოვებს 100%-იან გრანტს, მიიღებს თანადაფინანსებას უნივერსიტეტისგან ყოველწლიურად 500 ლარის ოდენობით.
(შენიშვნა: თანადაფინანსების პირობა გაგრძელდება იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტის ყოველსემესტრული მოსწრების საშუალო ქულა იქნება 91 და მეტი)
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში მოქმედებს გადახდის მოქნილი სისტემა, რომლის მეშვეობით შესაძლებელია სწავლის საფასურის რამდენიმე თვეზე გადანაწილება.
(შენიშვნა: გადახდის სისტემა მოქმედებს I კურსის II სემესტრიდან)
არის თუ არა გაცვლითი პროგრამები და სად?
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტებს მესამე კურსიდან შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში და გაემგზავრონ ევროპის უნივერსიტეტებში.
გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა უფასოა და ამასთან ერთად, სტუდენტებს უცხოეთში ყოფნის დროს ენიშნებათ სასწავლო სტიპენდია.
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს აქვს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ავიასიმულატორი საფრენოსნო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, საჰაერო ხომალდები A-22, Cessna 152, Piper Seneca, Boeing 737-200 და ქალაქ თელავში მდებარე აეროპორტი „მიმინო“.
უნივერსიტეტს ჰყავს პარტნიორი კომპანიები, რომლებიც უზრუნველყოფენ კურსდამთავრებულთა სტაჟირებას და დასაქმებას.
საფრენოსნო ფაკულტეტის სტუდენტები მესამე კურსიდან პრაქტიკებს გადიან თელავის აეროპორტში არსებულ სასწავლო საჰაერო ხომალდებზე.
საავიაციო უნივერსიტეტი 5 თებერვლიდან იწყებს ღია კარის დღეების ორგანიზებას აბიტურიენტებისათვის. შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა, ეწვიეთ უნივერსიტეტს და გაიგეთ მეტი სასწავლო პროგრამებისა და პირობების შესახებ.
- საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტმა USAID-თან თანამშრომლობით ორწლიანი საგანმანათლებლო პროექტი დაიწყო by საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი
- საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტმა 6 წლიანი უპირობო ავტორიზაცია მოიპოვა by საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი
- საავიაციო უნივერსიტეტის ავიაკლუბსა და ვარშავის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა by საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი