როდის მიიღებენ სტატუსშეცვლილი მასწავლებლები დანამატს და რა შემთხვევაშია საჭირო დირექტორის წარდგინება
მასწავლებლები, რომლებმაც 2019 წლის ზაფხულის გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, სტატუსის ცვლილებას სექტემბერში უნდა ელოდონ.
EDU.ARIS.GE-ს კითხვაზე, როდის აისახება ბაზაში მასწავლებლების მიერ მოპოვებული კრედიტქულები, რა შემთხვევაში არის საჭირო დირექტორის წარდგინება სტატუსზე და როდის აიღებენ სტატუსშეცვლილი მასწავლებლები დანამატს, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი გვპასუხობს, რომ ასეთი მასწავლებლები სექტემბერში აიმაღლებენ სტატუსს, იმ მასწავლებლებს კი, რომლებმაც საგნის და პროფესიული უნარების გამოცდაში 10-10 კრედიტქულა აიღეს, დირექტორის წარდგინება სტატუსზე არ სჭირდება.
„10-10 კრედიტქულა თუ აქვს მასწავლებელს როგორც საგნის, ისე პროფესიული უნარების გამოცდაში, მაშინ მას წარდგინება არ სჭირდება. ბაზაში ავტომატურად ხდება სტატუსის ცვლილების ასახვა“, – გვპასუხებენ მასწავლებლის სახლში.
მასწავლებლები, რომელთაც უკვე დაგროვებული ჰქონდათ გარკვეული რაოდენობის კრედიტქულები და ამ გამოცდის შედეგად აიღეს იმდენი კრედიტქულა (10-ზე ნაკლები), რომ სტატუსის ცვლილებისთვის საკმარიასია, ისნიც სექტემბერში აიმაღლებენ სტატუსს, ოღონდ ამჯერად, დირექტორის წარდგინების საფუძველზე.
„თუ სავალდებულო კრედიტები აქვთ დაგროვებული, გაკვეთილებს ვგულისხმობთ, სტატუსს შეიცვლიან სექტემბერში, დირექტორის წარდგინების საფუძველზე“, – აღნიშნავენ მასწავლებლის სახლში.
რაც შეეხება სტატუსის შესაბამის დანამატს, მას პედაგოგები სტატუსის შეცვლის შემდეგ აიღებენ, სავარაუდოდ, ოქტომბერში. უფროსი მასწავლებლის სტატუსის დანამტი დაქვითვის გარეშე ჯერჯერობით 320 ლარია.
ასევე იხილეთ:
ახალი სასწავლო წლიდან 10 000-ზე მეტი მასწავლებელი აიმაღლებს სტატუსს – ვის მოემატება ხელფასი
მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა
-
სასკოლო ფორმას უსასყიდლოდ ის ოჯახები მიიღებენ, რომელთა სოციალური მდგომარეობაც 65001 ქულაზე ნაკლებით არის შეფასებული – დადგენილება
by ARIS.GE-განათლება
-
ცნობილია სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგები, ტესტი და სწორი პასუხები – გამოცდები 2026
by საგრანტო კონკურსის სიახლეები
-
გამოქვეყნდა გამსვლელი ქულა ლიტერატურაში, შეფასების სქემა და აბიტურიენტთა შედეგები – გამოცდები 2026
by ARIS.GE-განათლება