როდის შეუწყდებათ სტუდენტის სტატუსი და რა პირობებით ისწავლიან პროფესიულ პროგრამებზე ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები – ბრძანება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით, დამტკიცდა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესი და პირობები, რომელშიც, მათ შორის საუბარია ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტისა და აღდგენის გზებზე.
კერძოდ, ბრძანების თანახმად, 2026 წელს პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის მიზნით, შერჩევა შესაძლებელია განხორციელდეს ასევე ეროვნული უმცირესობის ენაზე (რუსულ, აზერბაიჯანულ ან სომხურ ენებზე). პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება კი უფლებამოსილია, ამ წესით ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტს პროგრამაზე სწავლა დააწყებინოს ქართული ენის მოდულის გავლის გარეშე იმ შემთხვევაში, თუ პროგრამით (რომელზეც მოიპოვა ჩარიცხვის უფლება) გათვალისწინებული მოდულით/მოდულებით დადგენილი ენობრივი კომპეტენცია დადასტურდება მის მიერ, დაწესებულების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შეფასების მექანიზმებით.
სხვა შემთხვევაში, დაწესებულება ვალდებულია, ამ გზით ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის პროგრამაზე სწავლება დაიწყოს ქართული ენის მოდულით. ქართული ენის მოდულის დაუძლევლობის შემთხვევაში, პირს უწყდება პროფესიული სტუდენტის სტატუსი.
რა შემთხვევაში მოხდება პროფესიული სტუდენტის სტატუსის გააქტიურება
ქართული ენის მოდულის დაძლევის შემთხვევაში პროფესიული სტუდენტი სარგებლობს გარდამავალი (მომლოდინე) პროფესიული სტუდენტის სტატუსით და უფლებამოსილია:
1. სწავლა განაგრძოს იმავე პროგრამაზე, რომელზეც განხორციელდა მისი ჩარიცხვა. ამ შემთხვევაში მას პროფესიული სტუდენტის სტატუსი გაუაქტიურდება პირადი განცხადების საფუძველზე, შემდგომი მიღების ფარგლებში ამ პროგრამაზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების მიერ სწავლის დაწყებისთანავე;
2. პირადი განცხადების საფუძველზე ან იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტის სტატუსის აღდგენის შემდეგ შეუძლებელია, რომ აპლიკანტმა სწავლა განაგრძოს იმავე პროგრამაზე, პირს აქვს უფლება, „პროფესიული სტუდენტის მობილობის წესის“ შესაბამისად, შიდა ან გარე მობილობით ისარგებლოს.
3. შეინარჩუნოს მის მიერ მოპოვებული სამართლებრივი მდგომარეობა.
განსაკუთრებით დაინტერესებულთათვის განათლების მინისტრის ბრძანება
ასევე იხილეთ:
ცნობილია, რომელი მიმართულებები იქნება პრიორიტეტული 2026 წელს პროფესიულ განათლებაში – ჩამონათვალი
-
„ჩვენ ვახორციელებთ ისტორიული ტიპის რეფორმას ზოგად და უმაღლეს განათლებაში“
by ARIS.GE-განათლება
-
კრიტიკა და თავის მართლება განათლების კომიტეტზე, სადაც 6 წელს მიღწეულთა პირველ კლასში შესვლა განიხილეს
by ARIS.GE-განათლება
-
დამტკიცდა განახლებული სქემა პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის – მოთხოვნები, შეფასება და ყველა დეტალი
by ARIS.GE-განათლება