როგორ აპირებს მთავრობა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობას? – გეგმა 2026 წლის ბიუჯეტის პროექტით
საქართველოს მთავრობამ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის პროგრამით გათვალისწინებული გეგმები 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ასახა, საიდანაც ირკვევა, რომ დაგეგმილია განათლების სისტემაში დასაქმებულ პირთა, მათ შორის, სკოლამდელი და ზოგადი განათლების დაწესებულებაში მომუშავე პირების (დირექტორებისა და მასწავლებლების) პროფესიული განვითარება და მათი კვალიფიკაციის ამაღლება.
რა ნაბიჯერის გადადგმას გულისხმობს მთავრობა დაკონკრეტებული არ არის.
თუმცა პროგრამით გათვალისწინებულია არაერთი სხვა მიზანი მათ შორის:
– ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საგნების სწავლისა და სწავლების თანამედროვე მიდგომების დანერგვის, ხელმისაწვდომობისა და გავრცელების ხელშეწყობა;
– მასწავლებლის პროფესიული სტანდარტების განვითარების, ეფექტური დანერგვისა და რესურსების შექმნის გზით მასწავლებელთა ზოგადი და საგნობრივი პროფესიული კომპეტენციების განვითარება;
– ეროვნული უმცირესობებისთვის ხარისხიანი განათლების მიღების უზრუნველყოფა სახელმწიფო ენის გაძლიერებით;
– საქართველოს მაღალმთიანი და ბარის შორეული სოფლების საჯარო სკოლებში კვალიფიციური კადრების მოზიდვის გზით სწავლა – სწავლების პროცესის ხელშეწყობა და განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა;
– არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერა – ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების და სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობა.
ასევე იხილეთ:
-
რა ელის სტუდენტს, რომელმაც ერთწლიანი მაგისტრატურა დაასრულა და რამდენიმე წელში დოქტორანტურაზე სწავლა სურს? – სამინისტროს გეგმა
by ARIS.GE-განათლება
-
განათლების სამინისტრო თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას 100 ათასი ლარით დაეხმარება – მთავრობის განკარგულება
by ARIS.GE-განათლება
-
რა შემთხვევაში გაგიუქმდებათ სარეგისტრაციო განაცხადი – ინფორმაცია 2026 წლის აბიტურიენტებისთვის
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე