როგორ არის დაშვებული კლას-კომპლექტების შექმნა მცირეკონტინგენტიან საჯარო სკოლებში განახლებული ესგ-ის თანახმად
განახლებული ეროვნული სასწავლო გეგმა (ესგ) ახლებურად განსაზღვრავს მცირეკონტინგენტიან საჯარო სკოლებში კლას-კომპლექტების შექმნის წესს.
განათლების სამინისტრო წერს, რომ მცირეკონტინგენტიან საჯარო სკოლებში დასაშვებია კლას-კომპლექტების შექმნა, მაგრამ თუ კლასში ერთი ან ორი მოსწავლეა, რეკომენდებულია სხვა კლასთან კლას-კომპლექტის შექმნა.
ესგ ადგენს, რომ კლას-კომპლექტში მოსწავლეთა საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10-ს.
სამინისტრო მიუთითებს იმასაც, რომ კლას-კომპლექტები რეკომენდებულია შეიქმნას საფეხურის ფარგლებში და ერთ კლას-კომპლექტში არ გაერთიანდეს ორ კლასზე მეტი. I-IV კლასები შეიძლება დაკომპლექტდეს სხვადასხვა პრინციპით (მაგ.: I-II და III-IV კლასებად, ან I და III, II და IV კლასებად).
„სპორტისა და ესთეტიკური აღზრდის საგნობრივ ჯგუფებს მიკუთვნებული საგნების გაკვეთილებზე შესაძლებელია გაერთიანდეს რამდენიმე კლასი (მაგ.: I, II და III; IV,V და VI; VII, VIII და IX და ა.შ.), სადაც შესაძლებელია მოსწავლეთა ჯამური რაოდენობა აღემატებოდეს 10-ს. კლას-კომპლექტებში სწავლა-სწავლების პროცესი მთლიანად უნდა დაეფუძნოს დიფერენცირებული სწავლების მიდგომებს“, – აღნიშნულია განახლებულ ესგ-ში.
ასევე იხილეთ:
სწავლის შედეგი მიღწეულად მიიჩნევა მაშინ, როდესაც მოსწავლეს ეს შეუძლია – რას ადგენს განახლებული ესგ
-
ჟურნალისტის ვაკანსია – EDU.ARIS.GE (2026)
by ARIS.GE-განათლება
-
როგორ დაკომპლექტდება წინსვლის მსურველი მასწავლებლის შეფასების კომისია – მუშაობის წესი და eSchool-ში შექმნის ინსტრუქცია
by ARIS.GE-განათლება
-
რატომ გვაქვს ისევ მნიშვნელოვანი ჩამორჩენა, თუ საქართველოში დაბალი მიღწევის მქონე მოსწავლეთა წილი შემცირდა? – რას წერს განათლების ეროვნული კვლევების ცენტრი
by ARIS.GE-განათლება