როგორ ნაწილდება უფროსი და წამყვანი მასწავლებლების რაოდენობა საგნების მიხედვით
მას შემდეგ, რაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მასწავლებელთა გამოცდაზე ბარიერის მოხსნა დააანონსა, ქვეყანაში არსებული სერტიფიცირებული პედაგოგების თემა კიდევ უფრო აქტუალური გახდა. როგორც ირკვევა, საქართველოში ყველაზე მეტი სერტიფიცირებული პედაგოგი ქართული ენისა და ლიტერატურის საგანშია.
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, ქართული ენისა და ლიტერატურის 15 559 პედაგოგიდან 5 909 სერტიფიცირებულია. შემდეგ მოდის მათემატიკა(I-XII კლასები), რომლის პედაგოგები რიცხობრივად ყველაზე მეტნი არიან, 16 285. აქედან სერტიფიცირებული (საგანში გამოცდაჩაბარებული) ძალიან მწირია – 4 736. სერტიფიცირებული მასწავლებლების რაოდენობით მესამე ადგილზეა ბუნებისმეტყველება (I-VI კლასები) 3 253 სერტიფიცირებული პედაგოგით, შემდეგ მოდის ინგლისური ენა 2 119 სერტიფიცირებული პედაგოგით. აღსანიშნავია, რომ ინგლისურ ენაში 5 430 პედაგოგია, ანუ თითქმის ნახევარს ინგლისური ენის პედაგოგებიდან საგნის გამოცდა ჩაბარებული აქვთ.
გთავაზობთ სიას, რომელ საგანში რამდენი სერტიფიცირებული (უფროსი ან წამყვანის სტატუსის მქონე) პედაგოგია საქართველოს მასშტაბით:
ქართული ენა და ლიტერატურა (I-XII კლასები) – 5909.
ბუნებისმეტყველება (I-VI კლასები) – 3253.
არჩევითი – მესამე უცხოური ენა (X-XII კლასები)- 63.
არჩევითი – ჭადრაკი (სპეციალური ელექტრონული პროგრამა)-27.
არჩევითი – ხაზვა (X-XII კლასები) – 31.
არჩევითი – ხელოვნების ისტორია (X-XII კლასები) – 51.
ქართული ცეკვა (IV კლასი) – 7.
არჩევითი – ამერიკისმცოდნეობა (X-XII კლასები)- 12.
ესპანური ენა– 1.
არჩევითი – ფოლკლორული ანსამბლი (X-XII კლასები) – 2.
რუსული ენა – 1246.
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება (I-IX კლასები) – 1925.
გერმანული ენა – 272.
არჩევითი – გარემო და მდგრადი განვითარება (X-XII კლასები) – 66.
არჩევითი – კომპიუტერული მეცნიერება (X-XII კლასები) – 28.
არჩევითი – ქიმიური ტექნოლოგიები (X-XII კლასები) – 68.
იტალიური ენა – 1.
საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება (XI კლასი) – 138.
მშობლიური ენა (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორისთვის, I-XII კლასები) -32.
არჩევითი – გეოგრაფიული კვლევა (X-XII კლასები) – 83
არჩევითი – კინოხელოვნება (X-XII კლასები) – 32.
არჩევითი – ასტრონომია (XI-XII კლასები) – 23.
არჩევითი – სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება: პრაქტიკული კურსი (X-XII კლასები) – 9.
არჩევითი – ბუნების ძეგლების მონიტორინგი (X-XII კლასები) – 4.
არჩევითი – სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება: თეორიულ-პრაქტიკული კურსი (X-XII კლასები) – 13.
არჩევითი – მულტიმედია და დიზაინი (X-XII კლასები) – 3.
არჩევითი – მუსიკალურ-კომპიუტერული პროგრამების პრაქტიკული კურსი (X-XII კლასები) –2.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლები (VII კლასი) – 840.
ქიმია (VIII-XI კლასები) – 843.
არჩევითი – XIX-XX საუკუნის დასავლური ლიტერატურა (X-XII კლასები) – 89.
გეოგრაფია (VII-XI კლასები) – 834.
ინგლისური ენა – 2119.
ჩვენი საქართველო (V-VI კლასი) – 1132.
ფიზიკა (VIII-XI კლასები) – 491.
არჩევითი – საქართველოს ეთნოგრაფია (X-XII კლასები) – 31.
არჩევითი – თეატრალური ხელოვნება (X-XII კლასები) – 6.
ისტორია (VII-XII კლასები) – 1603.
სპორტი (I-XII კლასები) -1282.
ბიოლოგია (VIII-XI კლასები) – 1039.
არჩევითი – ფოლკლორი და მითოლოგია (X-XII კლასები) – 69.
არჩევითი – ეკონომიკა და სახელმწიფო (XI-XII კლასები) – 51.
ფრანგული ენა – 60.
არჩევითი – მსოფლიო კულტურა (X-XII კლასები) – 153.
არჩევითი – კონსერვაციული ბიოლოგიის საფუძვლები (X-XII კლასები) – 26.
არჩევითი – სახელმწიფო და სამართალი (XI-XII კლასები) – 90.
არჩევითი – მეწარმეობის საფუძვლები (X-XII კლასები) – 37.
არჩევითი – სამხედრო ისტორია და ეროვნული თავდაცვა (X-XII კლასები) – 11.
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (I, V, VI კლასები) – 753.
სამოქალაქო განათლება (IX-X კლასები) – 743.
სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება (IV, VIII, XII კლასები) -520.
მათემატიკა (I-XII კლასები) – 4736.
ქართული, როგორც მეორე ენა (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორისთვის, I-XII კლასები) – 245.
მუსიკა (I-IX კლასები) – 969.
არჩევითი – სამედიცინო ბიოლოგია და ჯანმრთელობა (X-XII კლასები) – 126.
არჩევითი – შესავალი თანამედროვე ფიზიკაში (X-XII კლასები) – 35.
აფხაზური ენა და ლიტერატურა (აფხაზეთის ტერიტორიაზე, I-XII კლასები) – 1.
ასევე გთავაზობთ საქართველოში მოქმედი მასწავლებლების გადანაწილებას საგნების მიხედვით, რომელიც EDU.ARIS.GE -მ განათლების სამინისტროსგან მაისის თვეში გამოითხოვა.
საქართველოში 59 720 მოქმედი პედაგოგია, რომლებიც საჯარო სკოლებში ასწავლიან. რაოდენობის მხრივ პირველ ხუთეულში მათემატიკის (16 285), ქართული ენისა და ლიტერატურის (15 559), საბუნებისმეტყველო საგნების (13 772), სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა (11 177) და სპორტის (10 108) მასწავლებლები შედიან. ამ ორი უკანასკნელი საგნის პედაგოგებიდან უმეტესობა დაწყებითი კლასების პედაგოგია. ანუ, მხოლოდ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედგაგოგი 1 414 მათგანია, მხოლოდ სპორტის კი – 2 165.
როგორც განათლების სამინისტროსგან EDU.ARIS.GE-სთვის მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციით ირკვევა, მათ მოსდევენ მუსიკის პედაგოგები, რომელთა ზუსტი რაოდენობაც 8 156-ს შეადგენს (აქედან 5 434 ამავდროულად დაწყებითი კლასების პედაგოგიცაა. მხოლოდ მუსიკის კი – 2 721), ინგლისური ენის პედაგოგები, რომლებიც 5 430 გვყავს, ისტორიის -4 300 და საგან ჩვენი საქართველოს 3 506 პედაგოგი (რომელთაგანაც უმეტესობა ამავდროულად ისტორიის პედაგოგია).
3 452 პედაგოგი გვყავს არჩევით საგნებში, 3 256 – რუსულ ენაში, 2 995 – ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში, 2 886- ბიოლოგიაში, 2 767 – გეოგრაფიაში, 2 760 – სამოქალაქო განათლებაში, 2 659 – ფიზიკაში, 2 373 – ქიმიაში, 2 050 – მშობლიურ ენაში არაქართულენოვანი სკოლების/სექტორებისათვის, 1 518- საგანში საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოებაში, 1 886 – სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოებაში, 1 192 კი – ქართული, როგორც მეორე ენა არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორისთვის.
მცირერიცხოვან პედაგოგთა ჯგუფში შედიან გერმანული ენის მასწავლებლები ( 642), ქართული ცეკვის მასწავლებლები (390), ფრანგული ენის ( 147), პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვის (89), ჭადრაკის (31) , სხვა უცხოური საგნების (19) და აფხაზურის (3) პედაგოგები.
რომელ სკოლას ჰყავს ყველაზე მეტი სერტიფიცირებული პედაგოგი საქართველოში
მასწავლებელთა სქემაში 811 პედაგოგი დაწინაურდება
როგორია საჯარო სკოლის პედაგოგთა რაოდენობრივი განაწილება საგნების მიხედვით
ცისანა არის© შერგილაშვილი
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება
- პრაქტიკოსი სპეცმასწავლებლების მიერ კომპეტენციის დადასტურების ვალდებულების დრო ისევ გახანგრძლივდა by ARIS.GE-განათლება