როგორ უნდა მიიღოს პედაგოგმა განვლილი დროით შემაჯამებელი წერის ჩანიშვნის უფლება – ინსტრუქცია
მასწავლებელი, ელექტრონულ ჟურნალში განვლილი დროით შემაჯამებელ წერას ვერ ჩანიშნავს.
როგორც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა 30 ოქტომბერს განმარტავს, ასეთი საჭიროების დადგომის შემთხვევაში, მასწავლებელს აქვს სკოლის ხელმძღვანელობისთვის მიმართვის უფლება:
“თუ გსურთ რომ შემაჯამებელი წერა გასულ თარიღზე ჩანიშნოთ, ამისათვის უნდა მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას მოთხოვნით, რათა ნება დაგრთოთ გასულ თარიღზე წვდომასთან დაკავშირებით”, – აცხადებენ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.
ინსტრუქცია მასწავლებელს: მოთხოვნის ფუნქციის გამოყენება
ცნობისთვის, განახლებული ელექტრონული ჟურნალი მასწავლებლებს, მშობლებს და მოსწავლეებს საგანმანათლებლო პროცესის მართვას უნდა უმარტივებდეს. განათლების სამინისტროს განმარტებით, მისი საშუალებით შესაძლებელია:
- მოსწავლეების ელექტრონული აღრიცხვა და შეფასება
- მშობლებისთვის საჭირო ინფორმაციის დროული მიწოდება
- სკოლის ღონისძიებების, გაკვეთილების ცხრილის, გამოცდებისა და მოსწავლისთვის
- განკუთვნილი საშინაო დავალებების ჩანიშვნა
- მოსწავლეების შეფასებისა და დასწრების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მიღება
- მოსწავლის შესახებ მშობელსა და მასწავლებელს შორის ინფორმაციის მყისიერი მიმოცვლა
- სკოლის ღონისძიებების, გაკვეთილების ცხრილის, გამოცდებისა და მოსწავლისთვის განკუთვნილი საშინაო დავალებების თვალყურის მიდევნება
- შვილის შეფასებისა და დასწრების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მიღება
- პროცესის ყველა მონაწილეს წინასწარ აქვს ინფორმაცია სასწავლო დასვენების დღეების შესახებ.
ასევე იხილეთ:
როდის შეეძლებათ მასწავლებლებს ელექტრონულ ჟურნალში მობილური აპლიკაციით შესვლა
ყველა კითხვა და ყველა პასუხი სკოლის ელექტრონული ჟურნალის შესახებ ნებისმიერი მომხმარებლისთვის
- საკლასო „ომების“ მოგვარება, ანუ დისციპლინის კარგი მეთოდები by განათლებული ბლოგი
- როცა სასამართლო ბავშვთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იღებს – მოსწავლის, მშობლისა და პედაგოგისთვის by განათლებული ბლოგი
- კითხვის დასმის ტექნიკები სასწავლო პროცესში – რა ტიპის კითხვები როგორ ეხმარება მოსწავლეს by ARIS.GE-განათლება