GE

როგორ ვაწავლოთ ბავშვს კალმის სწორად დაჭერა: ტოპ 5 ხერხი

თუ პატარა სკოლაში წასასვლელად ემზადება, თქვენ აუცილებლად უნდა დაეხმაროთ მას რამდენიმე უნარ-ჩვევის ათვისებაში. ისინი მას სკოლაში სწავლის წლებში გამოადგება. მათგან ერთ-ერთი საკვანძო გახლავთ კალმის სწორად დაჭერა.

რისთვის არის საჭირო კალმის სწორად დაჭერის სწავლა სკოლაში წასვლამდე? საქმე იმაშია, რომ მაწავლებელს თითოეულ მოსწავლესთან სამუშაოდ საკმარისი დრო არ აქვს. ამიტომ უმჯობესია, რომ ამ საკითხზე სკოლაში წასვლამდე იზრუნოთ. გვერწმუნეთ, კალმის სწორად დაჭერის თავიდან სწავლა ან ცუდი კალიგრაფიის გამოსწორება ბევრად უფრო რთულია.

ბავშვისთვის კალმის სწორად დაჭერის, ხატვის ან პლასტელინით ძერწვის სასწავლებელი საუკეთესო ხერხი არის თამაში. მნიშვნელოვანია, რომ პატარა სწავლის პერიოდში გაერთოს და იმხიარულოს, ამაში კი სახალისო დავალებები დაგეხმარებათ. გთავაზობთ რამოდენიმე იდეას.

როგორ ვაწავლოთ ბავშვს კალმის დაჭერა ბამბის ან ქაღალდის ხელსახოცის გამოყენებით

ამისათვის ჩვეულებრივი ქაღალდის ხელსახოცი დაგჭირდებათ. ის 2 ნაწილად უნდა გაყოთ. ხელსახოცის ნაცვლად შეგიძლიათ ბამბა გამოიყენოთ. მზად ხართ? ახლა კი  კალმის დაჭერას ვსწავლობთ – თხოვეთ პატარას ბამბა ან ქაღალდის ხელსახოცი ნეკა და არათითით დაიჭიროს. დარჩენილი 3 თავისუფალი თითით კი კალამი დააჭერინეთ.

როგორ დავიჭიროთ კალამი სწორად – თითქოს სამიზნეს ვუმიზნებთ

თუკი ბავშვს „დარტსის“ თამაში ოდესმე უცდია, ის ჩაჭიდების გამეორებას მარტივად შეძლებს. როგორ ვასწავლოთ ბავშვს კალმის ან ფანქრის დაჭერა? თხოვეთ მას საგანი ზუსტად ისე დაიჭიროს, როგორც ისარი.

ვსწავლობთ კალმის დაჭერას სპეციალური პირის დახმარებით

ამ შემთვევისთვის შემუშავებული სამაგრი ნებისმიერ კალამსა და ფანქარზე მაგრდება. სულ ეს არის! ახლა პატარა აფერადებს, ხატავს და წერს სწორად. ყველაფერი ეს პატარა ტრენაჟორის დახმარებით!

როგორ ვაწასვლოთ ბავშვს კალმის ან ფანქრის დაჭერა თამაშის საშუალებით

ვსწავლობთ კალმის დაჭერას თუ „ვაძინებთ“ მას? ერთიც და მეორეც! ეს გასართობი მეთოდი ყველას მოეწონება. ფანქარს „საწოლზე“ – შუა თითზე ვაწვენთ. თავის ქვეშ „ბალიშად“ საჩვენებელ თითს ვუდებთ, ზემოდან კი „პლედს“ – დიდ თითს ვაფარებთ.

როგორ დავჭიროთ კალამი სწორად პინცეტის მეთოდით

ანახეთ ბავშვს როგორ კეთდება ეს. კალამი მაგიდაზე წვერით დააყენეთ, მოპირდაპირე მხრიდან შეაკავეთ ის 3 თითით (შუა, საჩვენებელი და დიდი). შემდეგ თითები ქვემო ჩამოაცურეთ და ისინი სწორ პოზიციას თვითონ დაიჭერენ.

გახსოვდეთ, რომ მეცადინეობას 10-15 წუთი უნდა დაუთმოთ და დღეში რამოდენიმეჯერ გაიმეოროთ. პატარები კალმის ან ფანქრის დაჭერისას თითებს ძლიან ძაბავენ და მალევე იღლებიან. მეცადინეობის შემდეგ აუცილებელია ხელის ვარჯიშის გაკეთება.

ამავე თემაზე:

თუ ბავშვს კითხვა არ უყვარს პრობლემა ყოველთვის სიზარმაცეში არ არის – ექიმების რეკომენდაციები მშობლებს

წერა-კითხვის დაუფლება ადრეულ ასაკში – სწავლის ხელშეშლა თუ წახალისება

მოამზადა თეა ინაშვილმა

წყარო: tvoimalish

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური