GE

როგორ ვმართოთ სწავლის გადასახადები მარტივად

თუ სწავლის გადასახადების აღრიცხვასთან შეხება გქონიათ თქვენთვის ნაცნობი იქნება ფრაზები – “დღეს ამდენ მშობელს რა დაურეკავს..”; “უამრავ მონაცემებს რა შეიყვანს ბაზაში..” ვადაგადაცილებული ჩარიცხვები, სატელეფონო ზარები ასობით მოსწავლესთან, ბაზაში ჩარიცხვის დაუსრულებელი ძებნა და უსასრულოდ ქვითრების შენახვა… ამ სიტუაციას, რომელიც ყველა ბუღალტრისთვის ნაცნობი დისკომფორტია, თან ახლავს უზარმაზარი პასუხისმგებლობა და ყველა დეტალის უშეცდომოდ შესრულების ვალდებულება.

სწორედ, თქვენი შრომის შესამსუბუქებლად და გასამარტივებლად შეიქმნა სწავლის გადასახადების მართვის ვებპლატფორმა edupay.ge, რომელიც თქვენს რუტინულ სამუშაოს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

რა არის ედუფეი?
უნიკალური პლატფორმა, რომელიც სკოლებს, უნივერსიტეტებსა და სხვა ნებისმიერი ტიპის ფასიან სასწავლებლებს სთავაზობს ჩარიცხვების მენეჯმენტის პროგრამას, ხოლო, მშობლებსა და სტუდენტებს სწავლის გადასახადის დაფარვის მარტივ გზას. პლატფორმის მეშვეობით, ედუფეი უკვე 10 -ზე მეტი პარტნიორი სასწავლებლის 5000-ზე მეტი მოსწავლის ჩარიცხვების მართვას ამარტივებს.

რას გთავაზობთ ედუფეი?

  • ჩარიცხვების იდენტიფიცირებას 
    ნებისმიერ დროს Live რეჟიმში შეამოწმებთ გადახდილ, ჩასარიცხ თუ ვადაგადაცილებულ თანხებს.
  • მოქნილ სამართავ პანელს
    სამართავ პანელზე შეძლებთ შექმნათ მოსწავლის პროფილი, დაამატოთ გადამხდელები, შექმნათ მოსწავლეების ჯგუფები, მთლიან ჯგუფს ან ინდივიდუალურად მოსწავლეებს გაუწეროთ კონკრეტული ფინანსური გრაფიკი.
  • SMS და Email შეხსენებას
    გადახდის თარიღამდე რამდენიმე დღით ადრე, პლატფორმა საფასურის გადამხდელებს, თქვენს ნაცვლად, SMS-ისა და ელ.ფოსტის მეშვეობით, ავტომატურად შეახსენებს მოახლოებული გადახდის თარიღს და დასაფარი თანხის ოდენობას . ვადაგადაცილების შემთხვევაში კი ეს შეხსენება თავიდან გაიგზავნება.
  • საბანკო გადახდის არხებთან ინტეგრაციას
    სწავლის გადასახადების მიღებას ედუფეი 50-ზე მეტი სხვადასხვა გადახდის არხიდან გთავაზობთ. კერძოდ კი, სასწავლებელის დამატება ხდება ნებისმიერი ბანკის მობაილბანკებში, ინტერნეტბანკებში, სწრაფი ჩარიცხვის გარე აპარატებსა და ონლაინ საფულეებში. რაც მთავარია, www.edupay.ge-დან სასწავლებლის გადამხდელებს სწავლის საფასურის დავალიანების გადამოწმება და VISA, Mastercard ან American Express-ის ბარათებით დაფარვა მომენტალურად, ჩვენ მიერ მინიჭებული მოსწავლის უნიკალური ID კოდებით შეეძლებათ.

დანერგე შენს სასწავლებელში ედუფეი დღესვე და შედეგად მიიღე:

  • ავტომატიზირებული პროცესები – რუტინული მეთოდების ნაცვლად;
  • წრაფი და კომფორტული გადახდის მეთოდები საფასურის გადამხდელთათვის;
  • დროისა და ენერგიის შეღავათი ფინანსური პროცესების მართვისას;
  • მოქნილი, სწრაფი და მარტივად გამოსაყენებელი სამართავი პანელი, რომლის დახმარებითაც შეძლებ ბიზნეს პროცესების გაანალიზებას.

გაეცანით და გამოსცადეთ, პლატფორმის შესაძლებლობები ახლავე – EDUPAY.GE

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე  ან დაგვირეკეთ ნომერზე – 032 211 11 80


(R)
რეკლამის უფლებით

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm