როგორი გარემო დახვდებათ აბიტურენტებს საგამოცდო ცენტრებში (ფოტორეპორტაჟი)
2 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები 2018 იწყება. აბიტურიენტების ვნებათაღელვაც სულ უფრო იმატებს. შესაბამისად, ყველას აქვს კითხვები: როგორ იქნება საგამოცდო ცენტრი მოწყობილი, სად უნდა გაიარონ რეგისტრაცია, როგორი კომპიუტერები ექნებათ, რა როგორ იქნება განთავსებული და ა.შ.
იმისათვის, რომ აბიტურიენტებს საგამოცდო ცენტრისა და მისი მოწყობის შესახებ ზოგადი წარმოდგენა შეექმნათ, EDU.ARIS.GE გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს, ერთ-ერთი საგამოცდო ცენტრიდან, სადაც დღეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მოწყობის პროცესს პირადად ესწრებოდა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ის პროცედურები განმარტა, რომელიც აბიტურიენტებმა საგამოცდო ცენტრის შენობაში შემოსვლიდან საგამოცდო მაგიდასთან მისვლამდე უნდა გაიარონ.
„აბიტურიენტებმა კარგად გაიაზრონ, რომელ საგამოცდო ცენტრში უნდა გამოცხადდნენ და რეგისტრაცია გაიარონ. ყველა საგამოცდო ცენტრს აქვს დიდი ეზო, რომელიც ძალიან მოხერხებულია, არის მაქსიმალურად გამწვანებული რაც ზაფხულის პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, რეგისტრაცია იწყება არა შენობის შიგნიდან არამედ ეზოს შემოსასვლელიდან. შენობაში სპეციალურად არის მოწყობილი სივრცე სადაც გაივლიან დათვალიერებას, რადგან მათ არ აქვს კონკრეტული ნივთების შემოტანის უფლება. შემდგომ გაივლიან რეგისტრაციას, სადაც აბიტურიენტებს ეტყვიან, რომელ სექტორში და რომელ მაგიდასთან არიან განთავსებულნი“, – აცხადებს მიმინოშვილი
ცენტრის ხელმძღვანელი კიდევ ერთხელ შეახსენებს აბიტურიენტებს თუ რისი შეტანის უფლება აქვთ საგამოცდო ცენტრში და რისი არა.
„აბიტურიენტს შეუძლია, გამოცდაზე მოიტანოს წყალი პლასტმასის ბოთლით. თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და საგამოცდო ბარათი, ასევე კალამი, თუ ისინი გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომ საკუთარი კალმით ურჩევნიათ დაწერა. სექტორში სხვას ვერაფერს შეიტანენ. მინდა, ყველა გავაფრთხილო, თავი შეიკავონ მობილური ტელეფონების შეტანის მცდელობისგან. მობილური ტელეფონის აღმოჩენის შემთხვევაში, აბიტურიენტი უპირობოდ მოიხსნება გამოცდიდან“, – განაცხადა მაია მიმინოშვილმა.
ამავე თემაზე:
საგამოცდო ცენტრები გამაგრილებელი საშუალებებით აღიჭურვება – დეტალები პროცესის შესახებ
როგორ იმოძრავებენ 2018 წლის ეროვნული გამოცდებისთვის გამოყოფილი ავტობუსები – თბილისის მერია
მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება
- „სააუდიტორიო და საგამოცდო პროცესი 1 დღით ვაკეში მდებარე კორპუსებში შეჩერდება“ – თსუ-ის ადმინისტრაცია by ARIS.GE-განათლება
- დაიწყო რეგისტრაცია გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით – ინსტრუქცია და ვადები by ARIS.GE-განათლება