როგორია უქმე დღეების განრიგი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის
სახელმწიფოს მიერ ოფიციალურად გამოცხადებული უქმე დღეები, რომლებსაც დასვენების დღეებად მოვიხსენიებთ, ეხება ყველა დაწესებულებებას, როგორც კერძოს, ისე სახელმწიფოს, მათ შორის საგანმანათლებლო სასწავლებლებიც არიან: ბაღები, სკოლები, უნივერსიტეტები და პროფ სასწავლებლები. საქართველოს შრომის კოდექსი გვთავაზობს უქმე დღეების ამომწურავ ჩამონათვალს და განსაზღვრავს, რომ უქმე დღეებში დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება მიიჩნევა ზეგანაკვეთურ სამუშაოდ და დამატებით ანაზღაურებას მოითხოვს.
EDU.ARIS.GE გთავაზობთ, უქმე-დასვენების დღეების განრიგს საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის:
14 ოქტომბერი – მცხეთობა (სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულის დღე);
23 ნოემბერი – გიორგობის დღე;
1 და 2 იანვარი – ახალი წლის სადღესასწაულო დღეები;
7 იანვარი – იესო ქრისტეს შობის დღე;
19 იანვარი – ნათლისღება;
3 მარტი – დედის დღე;
8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე;
9 აპრილი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე;
სააღდგომო დღეები (თარიღები მოძრავია)– დიდი შაბათი, ქრისტეს აღდგომა, მიცვალებულთა მოხსენიების დღე;
9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე;
12 მაისი – წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე; ღვთისმშობლის წილხვედრობის დღე;
26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე;
უქმე დღეებს ემატება არდადეგები, რომელიც წელიწადში ორჯერ ცხადდება, ზაფხულსა და ზამთარში. მინისტრის ბრძანება 2021-2022 წლის არდადეგების ვადებთან დაკავშირებით (თუკი დოკუმენტში ცვლილება განხორციელდება ავტ.) ჯერ გამოქვენებული არ არის. გასულ წელს კი, ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყო და გაგრძელდა 14 იანვრის ჩათვლით, საგაზაფხულო არდადეგები კი 8 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით გრძელდებოდა.
უკვე განსაზღვრული უქმე დღეების გარდა, საქართველოს მთავრობას შეუძლია, დადგენილების საფუძველზე, გამოაცხადოს დამატებითი უქმე დღეებიც და შეცვალოს არდადეგების დროის ხანგრძლივობაც.
გასულ წელს, მთავრობამ 4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად გამოაცხადა, რაც კორონავირუსთან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაურესებით იყო გამოწვეული. ჯერჯერობით უცნობია გახდება თუ არა საჭირო მსგავსი ღონისძიებების გატარება 2021-2022 სასწავლო წელსაც. EDU.ARIS.GE შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში, კორონავირუსით ინფიცირების 4 837 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირების მაჩვენებლები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებშიც მთელი საქართველოს მასშტაბით იმატებს.
ასევე იხილეთ:
რატომ სჭირდება ადამიანს არდადეგები?
მოამზადა მზეო შველიძემ
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება
- „სააუდიტორიო და საგამოცდო პროცესი 1 დღით ვაკეში მდებარე კორპუსებში შეჩერდება“ – თსუ-ის ადმინისტრაცია by ARIS.GE-განათლება