რომელ სკოლებში ჩატარდება მე-11 კლასის გამოსაშვები გამოცდები – სია
მე–11 კლასის მოსწავლეებისთვის საატესტატო გამოცდები მომავალ კვირაში დაიწყება. მოსწავლეები გამოცდებს 4 საგანში ჩააბარებენ (ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა, გეოგრაფია). შეფასებისა და გამოცდებსი ეროვნული ცენტრის ინფოემაციით კი, უკვე დღეიდან შესაძლებელია საგამოცდო ბარათებისა და უწყისების ამობეჭდვა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განმარტებით, მე-11 კლასელებს საატესტატო გამოცდების ბარათებს, რომელზეც საათებიც იქნება მითითებული, სკოლის ადმინისტრაცია დაარიგებს.
მე-11 კლასელთა საგამოცდო ბარათებისა და უწყისების ამოსაბეჭდად მიჰყევით ბმულს.
საგამოცდო ცენტრმა ასევე გამოაქვეყნა იმ სკოლების ჩამონათვალი, სადაც ტარდება სკოლის გამოსაშვები გამოცდები.
შეგახსენებთ, რომ 11 ივნისს მე-11 კლასის მოსწავლეებს წინასაგამოცდო პრეტესტი ჩაუტარდებათ, ხოლო 12 ივნისიდან 15 ივნისის ჩათვლით გამოსაშვებ გამოცდებს ჩააბარებენ. მოსწავლეებისთვის გამოცდა 4 საგანში (ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა, გეოგრაფია) ჩატარდება. ამ საგნების სწავლას მოსწავლეები მე-11 კლასის ბოლოს ასრულებენ.
ამასთან, მოსწავლე, რომელიც რომელიმე საგანში ვერ გადალახავს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს, აღნიშნულ გამოცდას მომდევნო წელს, მე-12 კლასის დასრულებისას დანარჩენ 4 გამოცდასთან ერთად ჩააბარებს.
მე-11 კლასის გამოსაშვები გამოცდების განრიგი – 2017-2018 სასწავლო წელი
ვინ რომელ საათზე შევა მე–11 კლასის საატესტატო გამოცდაზე – პასუხი მოსწავლეებს
-
კითხვის უნარის განვითარების სირთულეები და მათი გადაჭრის გზები დაწყებით კლასებში – ის, რაც მშობელმა და მასწავლებელმა უნდა იცოდეს
by განათლებული ბლოგი
-
აბიტურიენტის მამა: „ამ რეფორმით 22 წლის ასაკში მივიღებთ მაგისტრებს, რომლებსაც ექნებათ ამბიცია და არ ექნებათ ნახევარი ცოდნაც კი“
by ARIS.GE-განათლება
-
„ერთი ქალაქი – ერთი სპეციალობა სავსებით გამართლებულია“ – გიორგი ალიბეგაშვილის მოსაზრებები განათლების რეფორმაზე
by ARIS.GE-განათლება