GE

რომელი კატეგორიის სტუდენტებს დაუფინანსდებათ სწავლა 2022 წელს სოციალური პროგრამის ფარგლებში – რეგისტრაცია დაიწყო

სოციალური პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო-სასწავლო გრანტით სტუდენტთა დაფინანსებისთვის აპლიკანტთა რეგისტრაცია დაიწყო. განცხადებები მიიღება 2022 წლის 30 სექტემბრის 18:00 საათამდე ელექტრონულად, მხოლოდ ონლაინ რეგისტრაციის საფუძველზე.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 12 სექტემბერს გამოქვეყნებული იინფორმაციით, 2022 წელს სოციალური პროგრამის ფარგლებში მოქმედ 13 კატეგორიას დაემატა კიდევ ერთი კატეგორია – „საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილის, ან ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად გარდაცვლილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების შვილები, სამშვიდობო საქმიანობის განხორციელების შედეგად მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირები ან მათ შვილები.“

დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ და ხშირად დასმული კითხვები

სოციალურ პროგრამაში გაერთიანებული კატეგორიების ჩამონათვალი, რომლის დადასტურებითაც სტუდენტი სასწავლო გრანტს მოიპოვებს ასეთია:

  • მაღალმთიანი სოფლების სტატუსის მქონე სკოლების კურსდამთავრებულები;
  • სტუდენტები ოკუპირებული ტერიტორიებიდან;
  • ტერიტორიული მთლიანობისათვის საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპულთა შვილები, მკვეთრად/მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები ან მათი შვილები;
  • ობოლი (უდედმამო) სტუდენტები;
  • მრავალშვილიანი (4 და მეტი შვილი) ოჯახის წევრები;
  • სოციალურად დაუცველი სტუდენტები (ოჯახის სარეიტინგო ქულით 70000 და ქვევით);
  • სტუდენტები, რომლებიც იმყოფებოდნენ სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ;
  • აზერბაიჯანულენოვანი სკოლების კურსდამთავრებულები;
  • სომხურენოვანი სკოლების კურსდამთავრებულები;
  • სტუდენტები, რომელთაც მოპოვებული ჰქონდათ რეპატრიანტის სტატუსი;
  • ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების სკოლების კურსდამთავრებულები;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტები;
  • აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე პირები.

ასევე იხილეთ:

როდის იწყება უნივერსიტეტებში 2022-2023 სასწავლო წელი და პირველკურსელთა რეგისტრაცია

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური