რომელი კლასებისთვის როდის დასრულდება სასწავლო პროცესი – არდადეგები იწყება
დღეს, 20 მაისს 37 573-მა მეთორმეტეკლასელმა სკოლა დაასრულა.
სასწავლო პროცესი საჯარო სკოლების მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის დღეს დასრულდა და მათ დიდ ნაწილს წინ ერთიანი ეროვნული გამოცდები ელის.
რაც შეეხება სხვა კლასის მოსწავლეებისთვის ზაფხულის არდადეგების დაწყების თარიღებს, როგორც EDU.ARIS.GE-ს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში დღეს განუცხადეს, თარიღები განსხვავებულია:
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პირველკლასელებს არდადეგები განსაზღვრულზე ადრე, 23 მაისს დაეწყებათ რადგან 24, 25 და 26 მაისი უქმე დღეებია.
ყველა სხვა კლასის მოსწავლეებისთვის კი, სასწავლო პროცესის დასრულება 15 ივნისით არის განსაზღვრული, თუმცა რადგან 14 ივნისი უქმე დღეა, სხვა კლასების მოსწავლეებისთვის ბოლო სასწავლო დღე 13 ივნისი იქნება.
ცნობისთვის, კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებები არდადეგების დაწყების თარიღს თავად განსაზღვრავენ.
ასევე იხილეთ:
რა ცვლილებები და სიახლეები ელოდებათ მოსწავლეებს სკოლაში – განათლების მინისტრი გეგმებზე
-
რა ელის სტუდენტს, რომელმაც ერთწლიანი მაგისტრატურა დაასრულა და რამდენიმე წელში დოქტორანტურაზე სწავლა სურს? – სამინისტროს გეგმა
by ARIS.GE-განათლება
-
განათლების სამინისტრო თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას 100 ათასი ლარით დაეხმარება – მთავრობის განკარგულება
by ARIS.GE-განათლება
-
რა შემთხვევაში გაგიუქმდებათ სარეგისტრაციო განაცხადი – ინფორმაცია 2026 წლის აბიტურიენტებისთვის
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე