GE

რომელი სახელოვნებო სკოლები და სპეციალობები დაფინანსდება მოსწავლეებისთვის მერიისგან 2022 წელს

თბილისის ბიუჯეტიდან დაფინანსდება ხელოვნების სკოლებში იმ მოსწავლეთა სწავლა, ვისაც ვიოლინოს, ვიოლენჩელოს, საყვირისა თუ სხვა ინსტრუმენტის შესწავლა უნდა. ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებულ 2022 წლის ბიუჯეტში წერია, რომელიც საკრებულოს მიერ 2021 წლის დეკემბრის ბოლოს დამტკიცდა.

2022 წელს, სახელოვნებო განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია სახელოვნებო განათლების არამოთხოვნადი სპეციალობების შენარჩუნების მიზნით იმ სკოლების დაფინანსება, სადაც ამ განხრით ასწავლიან.

არამოთხოვნადი სპეციალობები, სადაც სწავლის მსურველ მოსწავლეებს თბილისის ბიუჯეტი დააფინანსებს, ასე გამოიყურება:

ქართული ხალხური საგუნდო და მუსიკალური საკრავები – სასულე და სიმფონიური ორკესტრების – ვიოლინო, ვიოლენჩელო, ჩელო, კონტრაბასი, არფა, ფლეიტა, კლარნეტი, ვალტორნა, საქსაფონი, საყვირი, დასარტყამი ინსტრუმენტები, ტრომბონი და სხვა.

სკოლებისა და სპეციალობების ჩამონათვალი, სადაც მოსწავლეებს უფასოდ სწავლა შეეძლებათ, ასეთია:

  • ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის N19 ხელოვნების სკოლაში – საორკესტრო ინსტრუმენტების სპეციალობით მოსწავლეთა უფასო სწავლება
  • შოთა შანიძის სახელობის N20 ხელოვნების სკოლაში – საორკესტრო ინსტრუმენტების სპეციალობით მოსწავლეთა უფასო სწავლება;
  • ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის N28 ხელოვნების სკოლაში – ქართული ხალხური საგუნდო ხელოვნების განყოფილებაზე მოსწავლეთა უფასო სწავლება;
  • ჰამლეტ გონაშვილის სახელობის N29 ხელოვნების სკოლაში – თანამედროვე და ტრადიციული მიმდინარეობის განხრით მოსწავლეთა უფასო სწავლება;
  • ალიოზ მიზანდარის სახელობის N1 ხელოვნების სკოლის საგუნდო ხელოვნების განყოფილებაზე (კაპელა) მოსწავლეთა უფასო სწავლება;
  • თბილისის ხელოვნების სკოლების დაფინანსება სასწავლო-შემოქმედებით პროცესში მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეების რაოდენობის შესაბამისად;

თბილისის მერია გადაიხდის ხელოვნების სკოლების მოსწავლეების და მასწავლებლების ყოველწლიური საიუბილეო და საანგარიშო შემოქმედებითი კონცერტებისა და გამოფენების მოსაწყობად (შემოქმედებითი აქტივობები/პროექტები/პროგრამები) დარბაზის იჯარასაც.

თბილისის ბიუჯეტი ითვალისწინებს ასევე ხელოვნების სკოლების, ანასტასია ვირსალაძის სახელობის ხელოვნების გიმნაზიის, ი. სუხიშვილის სახ. ქართული ცეკვის ქორეოგრაფიული სკოლა-სტუდიის და სერგო ზაქარიაძის სახელობის ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების კოლეჯის ფუნქციონირების ხელშეწყობასაც. მათ შორის: საბუღალტრო პროგრამის ლიცენზიის გაგრძელების, კომუნალური, დასუფთავების, ინტერნეტ მომსახურების დაფარვა; ახალი სასწავლო პროგრამის შემუშავება, ტრენინგები, ვორქშოპები, სემინარები, კონფერენციები, სასწავლო ტურები, სასწავლო-საგანმანათლებლო მასალების მომზადება-გამოცემა, საქალაქო, რესპუბლიკურ, საერთაშორისო კონკურსებში, ფესტივალებში მონაწილეობა და სხვა ღონისძიებები

ასევე იხილეთ:

მასწავლებელი მასწავლებლის ბენეფიტებისა და ანაზღაურების მიღმა – რატომ არ ფიქრობს სახელმწიფო სახელოვნებო სკოლების პედაგოგებზე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური