GE

საბავშვო ბაგა-ბაღებში ზამთრის არდადეგების დაწყების თარიღი ცნობილია

თბილისის მასშტაბით საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში ზამთრის არდადეგები 25 დეკემბრიდან დაიწყება და 21 დღეს გასტანს.  სააღმზრდელო პროცერსი ბაგა-ბაღებში 15 იანვარს განახლდება.

აღსანიშნავია, რომ 2015 და 2016 წელს საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები ერთი კვირით გვიან 30 და 29 დეკემბერს გამოცხადდა.

როგორც EDU.ARIS.GE-ს კითხვის პასუხად საბავშვო ბაგა- ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახა გვანცელაძემ განუცხადა, ბაღებში ზამთრის არდადეგების გასულ წელთან შედარებით, თითქმის ერთი კვირით ადრე გამოცხადებას, რაიმე განსაკუთრებული მიზეზი არ აქვს.

„22 დეკემბერი არის ბოლო სააღმზრდელო დღე. დიდად ადრე არაა წელს. მსგავსად იყო წინა წელსაც, როგორც მახსოვს. ჩვეულებრივად მოხდა როგორც წესი და რიგია. როგორც წინა წელს იყო ასეა ახლაც“, – აცხადებს გვანცელაძე.

დღეის მდგომარეობით თბილისში 171 ბაღი ფუნქციონირებს, სადაც 61 300-მდე აღსაზრდელი ირიცხება.

ზამთრის არდადეგების განრიგი სკოლებში

მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური