GE

სად და როგორ ისწავლება ბიზნესის ადმინისტრირება საქართველოში – აბიტურიენტის გზამკვლევი

საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში არსებული სწავლა–სწავლების პრინციპის შესახებ ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის უშუალოდ სალექციო კურსის დაწყების შემდეგ ხდება ცნობილი. აბიტურიენტის ინფორმირებას ცნობარი მხოლოდ ერთი მიმართულებით ახდენს. რაც შეეხება უშუალოდ სწავლების პროცესს, პროფესორ–მასწავლებლების ვინაობასა და კომპეტენციას, სასწავლო ლიტერატურასა და წიგნებს, პრაქტიკის ხელმისაწვდომობას და გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობას, ამის შესახებ აბიტურიენტი უკვე სტუდენტობის დროს ხდება ინფორმირებული, რაც არასწორია.

აღნიშნულის გათვალისწინებით და აბიტურიენტების ამ საკითხით ხშირი დაინტერესების საფუძველზე, EDU.ARIS.GE-მ გადაწყვიტა შექმნას სტატიების სერია, ერთგვარი “აბიტურიენტის გზამკვლევი” რომელიც ყველა აბიტურიენტს მისცემს მისთვის საჭირო ინფორმაციას კონკრეტულ უნივერსიტეტში კონკრეტული ფაკულტეტისთვის როგორი სასწავლო პროგრამაა შემუშავებული.

ამ ეტაპზე, ბიზნესის ადმინისტრირების სწავლების შესახებ ოთხი წამყვანი უმაღლესი სასწავლებლისგან მიღებულ ინფრმაცას მოგაწვდით. აბიტრიენტები შეტყობენ რა პროგრამებს და სწავლის მეთოდებს  სთავაობენ მათ: თსუ, ილიაუნი, საქართველოს უნივერსიტეტი და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

42952796ბიზნესის ადმინსტრირების მიმართულებით სწავლება თსუ-ში 2006-2007 სასწავლო წლიდან არსებობს. სწავლა მიმდინარეობს აშშ-სა და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში აპრობირებული სასწავლო სახელმძღვანელოებით, რომელთა დიდი ნაწილი თარგმნილია სხადასხვა პროექტის ფარგლებში. სასწავლო ლიტერატურა ხელმისაწვდომია, როგორც თსუ, ასევე ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში, ასევე, იყიდება თსუ წიგნების მაღაზიასა და სხვა სავაჭრო ქსელში,  ხელმისაწვდომია სახელმძღვანელოების ელ. ვერსიები.  ლიტერატურა არის როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ენაზე (ინგლისური, გერმანული, რუსული).

თსუ-ში ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით სასწავლო კურსი 2006 წლიდან დღემდე დაამთავრა დაახლოებით 3000-მდე სტუდენტმა. მაგისტრატურის ჩათვლით კურსდამთავრებულთა რაოდენობა 4000-ზე მეტია. ბოლო სტატისტიკით 2015-2016 სასწავლო წელს ,,ბიზნესის ადმინსტრირების“ პროგრამა დაამთავრა: ბაკალავრიატი -228 სტუდენტმა,   მაგისტრატურა -175 სტუდენტმა.

კურსდამთავრებულები საქმდებიან როგორ სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში. დასაქმების ძირითადი რგოლებია: სამინისტროები, სამთავრობო სტრუქტურები, კერძო კომპანიები. დასაქმების მიზნით, სხვადასხვა სტრუქტურები ფაკულტეტიდან ითხოვენ მაღალრეიტინგულ სტუდენტებს, რათა მოახდინონ მათი სტაჟირება და შემდგომი დასაქმება. სასწავლო წლის განმავლობაში სხვადასხვა კომპანიები ფაკულტეტზე აწყობენ პრეზენტაციებს და დასაქმების მიზნით, ახდენენ წარჩნებული სტუდენტების შერჩევას. დასაქმების შემთხვევაში საშუალო, საწყისი ანაზღაურების სიდიდეა 600 ლარი და ზემოთ (ეტაპობრივი ზრდისა და სამუშაოს სფეროს გათვალისწინებით, ანაზღაურების სიდიდე ზრდადია 1500-დან 2000–ლარზე მაღალი).

სასწავლო პროცესი მიმდინარეობს სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით. ლექცია-სემინარები ძრითადად ტარდება Power Point-ში მომზადებული  მასალებით, აუდიტორიოების ძირითადი ნაწილი აღჭურვილია შესაბამისი ტექნიკით.

სტუდენტები ახდენენ ამოცანების, ტესტებისა და სავარჯიშოების ამოხსნას, სალექციო მასალის სიტუაციური ანალიზის, ჯგუფური მუშაობისა და ონლაინ-დისკუსიების, ყოველკვირეული საშინაო დავალებების შესრულების გზით სტუდენტები შეძლებენ გამოიმუშავონ მასალის შესწავლისა და შეფასების უნარ-ჩვევები. სწავლების პროცესის გააქტიურების მიზნით გამოიყენება დისტანციური კონსულტაციები ინტერნეტის საშუალებით. ამავე მეთოდით ხორციელდება ზოგიერთი საშინაო დავალების, ამოცანისა და პროექტის მონიტორინგი.

სასწავლო კურსების სწავლების კონცეფციის, სილაბუსის, შუალედური და ფინალური საგამოცდო საკითხების, თვითშეფასების ტესტების, საგნებში არსებული ელექტრონული ბიბლიოთეკის (ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე), სწავლების შეფასების გასაცნობად სტუდენტები გამოიყენებს თსუ-ს  და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ელ. გვერდს.

სასწავლო პროგრამების ჩამიონათვალი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით:

ბაკალავრიატი (8 მოდული) – ,,საბუღალტრო აღრიცხვა“, ,,მარკეტინგი“, ,,მენეჯმენტი, ,,ფინანსები და საბანკო საქმე“, ,,ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტი“, ,,საერთაშორისო ბიზნესი“, ,,ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტი“;

მაგისტრატურა (7 მოდული) – ,,ფინანსები და საბანკო საქმე“, ,,მენეჯმენტი“,  ,,საერთაშორისო ბიზნესი“, ,,აღრიცხვა და აუდიტი“, ,,მარკეტინგი“, ,,ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტი“, ,,საინფორმაციო სისტემების მენეჯმენტი“;

დოქტორანტურის პროგრამა მოიცავს შემდეგ კონცენტრაციებს: ,,ბუღალტრული აღრიცხვა“, ,,მარკეტინგი“, ,,მენეჯმენტი“, ,,ფინანსები“, ,,ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტი“ ,  ,,საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი“, ,,ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტი“.

ერასმუს მუნდუსის  პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს გაცვლითი სტიპენდიები  სხვადასხვა ქვეყნებში. ფაკულტეტზე აღნიშნულ სტიპენდიას ყოველწლიურად დაახლოებით 30-ზე მეტი სტუდენტზე  მოიპოვებს; ასევე, მოიპოვებენ  DAAD-ის სტიპენდიას და სხვა.   გარდა აღნიშნულისა სტუდენტები მონაწილეობას ღებულობენ სხვადსხვა გაცვლით პროექტებში, რომელსაც კურირებს თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი.

მაღალრეიტინგულ სტუდენტებს თსუ-ში შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ სახელმწიფო სტიპენდიები სემესტრულად, ასევე, საუნივერსიტეტო სემესტრული დაფინანსება.

ამჟამად ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამაზე ბაკალავრიატში ვაკანტური ადგილების რაოდენობა არის 300. ვაკანტური ადგილები ყოველწლიურად ივსება და კონკუსი მაღალია. დინამიკაში იგი ზრდადი ტენდენციით ხასიათდება.

ეკნომიკისა და ბიზნესს ფაკულტეტის სტუდენტს შესაძლებლობა ეძლევა (ნებაყოფლობით) აირჩოს მინორი პროფესია, როგროც ეკონომიკის, ასევე, ტურიზმის მიმართულებით. ამავდროულად არჩევანი გააკეთოს თსუ-ში სხვა სპეციალობების მიხედვითაც. არჩევანის გაკეთების შემთხვევაში იგი შესაბამისი მინორის სპეციალობით ვალდებულია აითვისოს 60 კრედიტის მოცულობის სასწავლო კურსი.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

atsu1„ბიზნესის ადმინისტრირების“ საბაკალავრო პროგრამაზე პირველი მიღება განხორციელდა 2009 წელს, რომელსაც საფუძვლად დაედო აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ნ.მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტში 1992 წლიდან ფუნქციონირებადი „ფინანსები და კრედიტის“, „საბუღალტრო აღრიცხვის“, „მენეჯმენტის“ და „მარკეტინგის“ დიპლომირებული სპეციალისტის ერთსაფეხურიანი პროგრამები.

რადგან პროგრამის სწავლების ენა ქართულია, ძირითადი სახელმძღვანელოებიც ქართულენოვანია. თუმცა, აკადემიური პერსონალის ფაქტობრივ უმრავლესობას მომზადებული აქვს სალექციო კურსები და დამატებითი სახელმძღვანელობი, რომელთა შექმნის დროს გამოყენებულია უცხოური ლიტერატურა და წყაროები.

პროგრამის სპეციფიკადან გამომდინარე, პროგრამაზე სწავლება მიმდინარეობს უახლესი ლიტერატურით და საქართველოს ეროვნული ბანკის, ფინანსთა სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდებით, ბინზესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული საქართველოს სამართლებრივი აქტებით. დამატებით ლიტერატურის სია გაჯერებულია სხვადასხვა ქვეყანაში აპრობირებული უცხოური ლიტერატურით.

2009 წლიდან დღემდე ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი მიენიჭა 1130 კურსდამთავრებულს.

ყოველწლიურად ხორციელდება კურსდამთავრებულთა დასაქმების კვლევა. პროფილით მუშაობს 76%. დასაქმებული არიან როგორც საჯარო სამსახურებში, ისე კერძო სექტორში. გარკვეული პროცენტი მუშაობს განათლების სამინისტროში, საბანკო სექტორში, სადაზღვევო კომპანიებში, შემოსავლების სამსახურში, სახელმწიფო აუდიტში, სხვადასხვა უნივერსიტეტებში, საერთაშორისო ორგანიზაციებში, არასამთავრობო სექტორში. ზოგიერთს აქვს საკუთარი მცირე თუ საშუალო ბიზნესი. კურსდამთავრებულთა საშუალო ანაზღაურება საჯარო სამსახურში შეადგენს 500-600 ლარს.

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე სწავლა/სწავლება და შეფასება მიმდინარეობს თანამედროვე მეთოდებით –  დისკუსია/დებატებით, რეალური მაგალითებით, როლური თამაშებით, ქეისებით, სიტუაციური ამოცანებით…. ლექციებზე არის თავისუფალი დასწრება, რაც სტუდენტს აძლევს შანს პარალელურად დასაქმდეს.

სწავლების დროს გამოიყენება დისტანციური სწავლების ფორმაც, რადგან საგანთა გარკვეული ნაწილი ატვირთულია აწსუ ელექტრონული სწავლების პორტალზე.

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მიღების მრავალი შანსი აქვთ. ყოველწლიურად 25-27 სტუდენტი ღებულობს მონაწილეობას “ერაზმუს+“ სტუდენტთა  მობილობის  პროგრამაში. ამ ეტაპზე გაცვლითი პროგრამები გვაქვს შემდეგ უნივერსიტეტებში:

  • ალექსანდრუ იოან კუზას უნივერსიტეტი, იაში (რუმინეთი)
  • გრანადის უნივერსიტეტი (ესპანეთი)
  • არისტოტელეს უნივერსიტეტი, თესალონიკი (საბერძნეთი)
  • ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტი, იენა (გერმანია)
  • ლატვიის უნივერსიტეტი (ლატვია)
  • პან-ევროპული უნივერსიტეტი (სლოვაკეთი)
  • ოსტრავას უნივერსიტეტი (ჩეხეთი)
  • დასავლეთ პომერანიის უნივერსიტეტი, ჟეცინი (პოლონეთი)
  • ლ’აქილას უნივერსიტეტი (იტალია)

უნივერსიტეტში არსებობს სხვადასხვა სახის სტიპენდია, რომელთა 60 პროცენტს ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები ითვისებენ. გარდა ამისა, არსებობს სოციალური დახმარების სხვადასხვა ფორმები: დედ-მამით ობლებისთვის, საქართველოს მთლიანობისთვის ომში დაღუპული ოჯახების შვილებისთვის, იძულებით გადაადგილებული ოჯახის სტუდენტებისთვის, სტუდენტური ოჯახებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისთვის, სტუდენტი, რომელიც საჭიროებს მუდმივ მედიკამენტოზურ მკურნალობას,  სტუდენტი, რომელსაც ჰყავს 3 და მეტი შვილი და ა.შ.

ამასთან, ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის აქტიურ სტუდენტს აქვს შანსი გახდეს ტუტორიალის წევრი, რაც გულისხმობს უნივერსიტეტის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში სტაჟირებას. უნივერსიტეტში წარმატებით ვითარდება სტუდენტთა დასაქმების პროგრამა. ამის გარდა, სტუდენტებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ რექტორის მიერ გამოცხადებულ ყოველსემესტრულ კონკურსში – „მე-უნივერსიტეტი“ და მოიპოვონ დაფინანსება სხვადასხვა პროექტების განსახორციელებლად. სტუდენტების სოციალურ დახმარებაზე ზრუნავს სტუდენტური თვითმმართველობაც.

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე ყოველწლიურად კონკურსი იყო, თუმცა 2013-2014 სასწავლო წელს მხოლოდ მათემატიკით გადაწყდა აბიტურიენტების მიღება, რის გამოც სტუდენტთა რაოდენობა შემცირდა. შემდგომ წლებში გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების დამატებით ისევ გაიზარდა ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა. 2015-2016 სასწავლო წელს 150 ვაკანტურ ადგილზე ჩაირიცხა 132 სტუდენტი, აქედან 122 სტუდენტის პირველი არჩევანი იყო ბიზნესის ადმინისტრირება.

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტრუქტურა მოიცავს როგორც ძირითად პროგრამას, ისე დამატებით (MINOR) 60 კრედიტიან პროგრამას, რაც სტუდენტს აძლევს შანს პირველი კურსის ბოლოს აირჩიოს მისთვის საინტერესო დამატებითი პროგრამა და მიიღოს შესაბამისი განათლება. ასევე, პროგრამა ითვალისწინებს არჩევითი საგნების გარკვეულ ოდენობას და ე.წ. „თავისუფალ კრედიტებს“ 15 კრედიტის  მოცულობით.

 საქართველოს უნივერსიტეტი

-1-638ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა  2005 წლიდან ისწავლება საქართველოს უნივერსიტეტში.  ბიზნეს ადმინისტრირების პროგრამების პირველი კურსის საგნების სასწავლო ენა და ლიტერატურა არის ქართულ ენაზე. პროგრამა იმგვარად არის შედგენილი, რომ სტუდენტი პირველივე სემესტრიდან იძლიერებს ენის კომპეტენციას და მეორე კურსიდან დაწყებული საგნების სასწავლო ენა არის ქართული, ინგლისური კომპონენტებით. ინგლისური კომპონენტი გულისხმობს ინგლისურ სასწავლო ლიტერატურას, სხვადასხვა საგნებში ინგლისური ლიტერატურის გამოყენება ხელს უწყობს პროფესიული ენის კომპეტენციის გაძლიერებას, რაც საშუალებას მისცემს სტუდენტებს შეუფერხებლად გაეცნონ ინგლისურ ენაზე მსოფლიოში გამოსულ პროფესიულ სიახლეებს.

საქართველოს უნივერსიტეტის პროგრამის სასწავლო წიგნები არის ისეთი ცნობილი გამომცემლობების როგორიცაა პირსონი, სენგაჯი, ჰარვარდი და სხვა. წიგნების განახლება ხდება სისტემატიურად. აღნიშნული გამომცემლობების წიგნებს იყენებენ ევროპისა და აშშ-ს უნივერსიტეტები.

ბიზნესის ადმინისტრირებისპროგრამა დამთავრებული აქვს 700 სტუდენტს.

ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტების დაახლოებით 90% დასაქმებულია საშუალო და მაღალი რანგის მენეჯერის პოზიციაზე. დასაქმების სფეროებს წარმოადგენს: სხვადასხვა კომპანიების ბუღალტრიის, მარკეტინგის ან ადმინისტრაციული დეპარტამენტი, საბანკო სფერო, აუდიტორული კომპანიები, საჯარო სექტორი და არასამთავრობო ორგანიზაციების საშუალო და მაღალი დონის მენეჯერები.

ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს უტარდებათ ინტერაქტიული ლექციები თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით. პროგრამის ფარგლებში ისწავლება საოფისე პროგრამები, ექსელის გაძლიერებული კურსი, ბუღალტრული პროგრამები, სწავლების პროცესში გამოყენებულია კომპიუტერული სიმულაციები. უნივერსიტეტის გარემო კეთილმოწყობილია, აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, თანამედროვე ბიბლიოთეკით, ენების ლაბორატორიით და სხვა.

ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის სტუდენტები აქტიურ მონაწილეობას იღებენ გაცვლით პროგრამებში და საშუალება ეძლევათ ისწავლონ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა არ ითვალისწინებს სტუდენტის მხრიდან რაიმე დამატებით გადასახადს.

სქართველოს უნივერსიტეტში სტუდენტებს საშუალება ეძლევათ მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში მიიღონ სტიპენდია. სტიპენდიანტების რაოდენობა უნივერსიტეტის მხრიდან შეზღუდული არ არის. გარდა ამისა ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის წარმატებულ სტუდენტებს უნივერსიტეტი აგზავნის თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების საზაფხულო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც იმართება ევროპის სხვადასხვა ქალაქებში.

ვაკანტური ადგილების რაოდენობა და მისი შევსების მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება.

ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს შეუძლიათ სურვილის შესაბამისად გაიღრმავონ ცოდნა შემდეგ კონცენტრაციებში: ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი, ბუღალტერია. კონცენტრაციების გარდა, სტუდენტს 240 კრედიტის ფარგლებში შეუძლია გაიაროს პრაქტიკა, დამატებითი უცხო ენა, პროფესიული ინგლისური, შესაბამისად აღნიშნული პროგრამის კომპლექსურობიდან გამომდინარე პროგრამაში არ არის ჩართულისხვა მიმართულების საგნები. პროგრამის ფარგლებში სტუდენტი იღებს არა მხოლოდ ბიზნესის ადმინისტრირების ზოგად კომპეტენციას, არამედ უღრმავდება მისთვის სასურველ სპეციალობას.

ილიას სახელწიფო უნივერსტეტი

1398929763_1385976805_30590_130472760298649_7099691_nბიზნესის-ადმინისტრირება უნივერსიტეტში ისწავლება 2008 წლიდან.

ბიზნესის სკოლა სტუდენტებს სთავაზობს როგორც ქართულენოვან, ასევე ინგლისურენოვან საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს. ქართულენოვან პროგრამებში შეთავაზებულ სასწავლო კურსებზე, რა თქმა უნდა, მხოლოდ ქართულად ხელმისაწვდომი ლიტერატურა და ლექტორების მიერ მომზადებული რიდერები გამოიყენება. ხოლო ინგლისურენოვან პროგრამებზე, ენობრივი შეზღუდვის არ არსებობის მიზეზით, ლიტერატურის გაცილებით დიდი არჩევანია და შესაბამისად, მეტადაა მორგებული საერთაშორისო პრაქტიკას.

2011 წლიდან ბიზნესის სკოლას ყავს 5 835 კურსდამთავრებული. უნიევრსიტეტს ჯერ-ჯერობით არ მოეპოვება კვლევა მათი დასაქმებისა და საშუალო ანაზღაურების მაჩვენებლების შესახებ.

სწავლების სისტემა აგებულია აუდიტორული მეცადინეობების ლექცია/სემინარის პრინციპზე. დისტანციური/ონლაინ სწავლება არ ხორციელდება. აუდიტორიები აღჭურვილია პროექტორით/ტელევიზორით და ყველა საჭირო ინვენტარით.

გაცვლითი პროგრამები ხორციელდება Erasmus + -ის პროგრამის მიხედვით. სტაჟირების შესაძლებლობით სარგებლობენ ტურიზმის სტუდენტები ადგილობრივ ბაზარზე

სტუდენტებს აქვთ სახელმწიფო სტიპენდიით სარგებლობის შესაძლებლობა. სხვა  ბენეფიტები არ გვაქვს. ასევე არ გვაქვს სტატისტიკურ მონაცემები გასულ წელს აბიტურიენტების მაჩვენებლის შესახებ, ამ პროგამაზე.

ილიაუნის ბიზნესის სკოლის ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია მინორ პროგრამად აიღოს უნივერსიტეტის სხვა ფაკულტეტების (ძირითადად, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის) მიერ შეთავაზებული დამატებითი სპეციალობები. უშუალოდ ბიზნესის სკოლა, დამატებითი სპეციალობებს ამავე მიმართულებით, სტუდენტებს არ სთავაზობს.

P.S ბიზნესის ადმინისტრირების სწავლებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოწოდება 21 თებერვალს ვთხოვეთ „თავისუფალ უნივერსიტეტსაც“, იმის გათვალისწინებით, რომ აბიტურიენტებს სტატიაში აღნიშნული საკითხები ამ სასწავლებლის შესახებაც აინტერესებთ. თუმცა უნივერსიტეტმა პასუხების მოწოდება ვერ მოახერხა და განმარტა, რომ „საკითხი კომპლექსურია და მის შეგროვებას მეტი დრო სჭირდება“.

EDU.ARIS.GE მომდევნო სტატიებში იურიდიული და ეკონომიკური მიმართულერბის შესახებ საჭირო ინფორმაციებს შემოგთავაზებთ.

საინტერესო რჩევები აბიტურიენტებისთვის

ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური