საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესში ცვლილებები შევიდა
საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესში ცვლილებები შევიდა. დებულება აწესრიგებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში (შემდგომში – სკოლა) სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათი უფლებამოსილების შეწყვეტის, შეჩერების, რეგისტრაციის წესსა და პირობებს, საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების და საქმიანობის წესს.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანების თანახმად, ყოველ ამომრჩეველს აქვს ერთი ხმის უფლება. მოსწავლის მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს (შემდგომში – მშობელი) აქვს ერთი ხმა თითო მოსწავლეზე. ამასთან, მოსწავლის მხოლოდ ერთ მშობელს პრინციპით: „ერთი მშობელი – ერთი მოსწავლე – ერთი ხმა. არჩევნებში კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს მასწავლებელს და მხოლოდ ერთ მშობელს.
ამასთან, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის არჩევნების ჩატარების ხელშეწყობისა და ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ნიშნავს არჩევნების კოორდინატორებს.
ბრძანების თანახმად ჩანს, რომ მიუხედავად სკოლის დამოუკიდებლობისა და მრავალჯერ გაჟღერებული დეცენტრალიზაციის სურვილისა, არაერთ პროცესს სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტებაში სამინისტრო მართავს. მაგალითად ბრძანებაში არის ასეთი ჩანაწერი:
“სამეურვეო საბჭოს არჩევნების ჩატარების დღეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ნიშნავს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი.მინისტრი უფლებამოსილია დანიშნოს სამეურვეო საბჭოს წევრთა რიგგარეშე არჩევნები იმ სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრთა გამოთავისუფლებულ ადგილებზე, სადაც სამეურვეო საბჭოს წევრს ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება და არ არსებობს სხვა კანდიდატი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში მიიღო სხვა კანდიდატზე მეტი, მაგრამ საბჭოს წევრად ასარჩევად არასაკმარისი რაოდენობის ხმები, ან ეს კანდიდატი მოცემული დროისათვის აღარ აკმაყოფილებს შესაბამისი კატეგორიის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან მან წერილობით უარი განაცხადა სამეურვეო საბჭოს წევრობაზე, ან/და სამეურვეო საბჭოს შეუჩერდა უფლებამოსილება”, – წერია მიხეილ ბატიაშვილის ბრძანებაში.
პროცედურისა და სხვა საორგანიზაციო დეტალების შესახებ იხილეთ ბრძანება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება