GE

საგანმანათლებლო პროგრამებს ოჯახში ძალადობის პრევენციისთვის ახალი კომპონენტი დაემატება

პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ  საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ მნიშვნელოვან კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდება,მათ შორის საგანმანათლებლო პროგრამებს ძალადობის პრევენციისთვის ახალი კომპონენტი დაემატება.

„საგანმანათლებლო პროგრამებს დაემატება ახალი კომპონენტი ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციისათვის.მხილებული პირები ძალადობრივი ქცევის შეცვლისათვის სავალდებულო სწავლების კურსს გაივლიან. ძალადობის შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ, პოლიციის თანამშრომელი ვალდებული იქნება შეაფასოს ძალადობის განმეორების რისკები და თავად გადაწყვეტს შემაკავებელი ორდერის გამოცემის საკითხი.

„ოჯახურ ძალადობაში მსჯავრდებული პირის საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლების შემთხვევაში, პოლიციელი შეძლებს დაწესებულებიდან გამოითხოვოს მსჯავრდებულის ინდივიდუალური შეფასების ანგარიში, შეაფასოს ძალადობის განმეორების რისკი, საჭიროების შემთხვევაში ახსნა-განმარტება ჩამოართვას პირს და გადაწყვიტოს შემაკავებელი ორდერის გამოცემის საკითხი.პირს რომლის მიმართაც გამოცემულია დამცავი ან შემაკავებელი ორდერი, აეკრძალება ცივი იარაღის ტარება. დაზარალებულის მოთხოვნის საფუძველზე ოჯახური ძალადობის განმახორციელებელ პირს აეკრძალება დაზარალებულთან კომუნიკაცია საპატიმრო ან ფსიქიატრიული დაწესებულებიდან“,- აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი.

 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური