GE

სამართლებრივი სტატიების კონკურსი სტუდენტებისთვის – ფულადი ჯილდო და მოგზაურობა ნორვეგიაში!

ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაცია“, „საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციასთან“ თანამშრომლობით, აცხადებს გიორგი მარგიანის სახელობის სამართლებრივი სტატიების კონკურსს სტუდენტებისთვის.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ, ბაკალავრის ბოლო კურსის ან მაგისტრატურის აკრედიტებული სამართლის სკოლის სტუდენტებს.

სტატიები უნდა დაიწეროს ინგლისურ ენაზე და ეხებოდეს საქართველოში კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის, იურიდიული და სამართლებრივი კულტურის, ევროპული განათლების, ევროკავშირთან დაახლოების, მნიშვნელოვანი სამართლებრივი მოვლენებისა და სხვა თემების მიმოხილვას.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ (ENG)

როგორც კონკურსის ორგანიზატორი გიორგი გიორგაძე აცხადებს, სამართლებრივი სტატიების კონკურსი უკვე მესამედ იმართება, მისი მიზანი კი სტუდენტების მოტივაციის გაზრდა და სამართლებრივი კვლევის განვითარებაა.

„კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს ქართველ სტუდენტებში სამართლებრივი კვლევის განვითარებას, ქვეყნისთვის აქტუალურ საკითხებზე. ჩვენ, ძირითად, ზოგად თემად ავირჩიეთ საქართველო–ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე მთელი რიგი საკითხები. ასევე, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მიენიჭება სტატიებს, რომელიც გააანალიზებს ნარკოპოლიტიკას, მისი დეკრიმინალიზაციის დადებით თუ უარყოფით შედეგებს“, -განაცხადა გიორგი გიორგაძემ.

კონკურსში გამარჯვებულ პირველ სამეულს ფულადი პრიზი გადაეცემა:

პირველი ადგილი – 2000 ლარი;

მეორე ადგილი – 1600 ლარი;

მესამე ადგილი – 1200 ლარი.

გარდა ამისა, კონკურსში პირველ ადგილზე გასული სტუდენტი, 2018 წლის ნოემბერში, ასოციაციის დაფინანსებით გაემგზავრება ნორვეგიაში, ოსლოს უნივერსიტეტში, სადაც საკუთარი სტატიის წარდგენის საშუალება ექნება.

კონკურსის დეტალური პირობების სანახავად გადადით ბმულზე. სტატიების მიღების ბოლო ვადაა 10 ოქტომბერი.

გიორგი მარგიანი (1989 -2016წ.წ.)
2011 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გერმანიის ქ. შპაიერის ადმინისტრაციული უნივერსიტეტის ერთობლივი პროგრამის „საჯარო მმართველობა“ მაგისტრი. 2015 წელს მოიპოვა ნორვეგიის მთავრობის სტიპენდია და ჩაირიცხა ოსლოს უნივერსიტეტში საერთაშორისო საჯარო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე. გიორგი მარგიანმა კარიერა იუსტიციის სამინისტროში 2013 წლის მაისში დაიწყო.  სხვადასხვა დროს მუშაობდა როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო სექტორში. ამასთან, აქტიურად იყო ჩართული ნარკომანიასთან ბრძოლისა და ნარკოპოლიტიკის განვითარების მიმართულებაში.

(R)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური