„სამინისტროს, სურვილის შემთხვევაში, მასწავლებლების ხელფასებისთვის 30 მილიონის გამონახვა შეეძლო“
„წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მილიარდ 156 მილიონიანი ბიუჯეტი აქვს და სურვილის შემთხვევაში შეეძლოთ მასწავლებლების ხელფასებისთვის 30 მილიონის გამონახვა. განსაკუთრებით, თუ სამინისტრო უარს იტყოდა იმ ახირებებზე, რომელიც იგივე თავისუფალი პროექტების სახით არსებობს და ფინანსდება, რომლებიც არაფრის მომცემი პროგრამისთვის არის”, – აცხადებს EDU.ARIS.GE-სთან განათლების მკვლევარი შალვა ტაბატაძე. ასე აფასებს განათლების სპეციალისტი მინისტრის განცხადებას, რომ „7 000 ადამიანი ელოდება უფროსი მასწავლებლის სტატუსს, თუმცა მათი ხელფასებისთვის საკმარისი თანხა არ არის“.
ტაბატაძე მიიჩნევს, რომ განათლების სამინისტროს დღევანდელი პოლიტიკა სამომავლოდ უფრო მძიმე შედეგებს მოიტანს.
„ახლა საუბარია მხოლო 7 000 ადამიანზე. არსებული სისტემის პირობებში 2 წელიწადში დაახლოებით 35 ათასი მასწავლებელი გადავა პრაქტიკოსი მასწავლებლის საფეხურიდან უფროსი მასწავლებლის საფეხურზე და ასევე უფროსი მასწავლებლის საფეხურიდან წამყვანი მასწავლებლის საფეხურზე. დაახლოებით 2 წლის მერე სახელმწიფოს ექნება დაახლოებით 200 მილიონი დასახარჯი, რათა ამ მასწავლებლების დანამატი უზრუნველყოს. ამას შემხებლობა მასწავლებელთა კვალიფიკაციის გაზრდასთან და სასწავლო პროცესის გაუმჯობესებასთან აბსოლუტურად არ აქვს. მთელი აბსურდი და პრობლემა პროფესიული განვითარების სქემისა და მასწავლებელთა კარიერული ზრდის, სწორედ ეს არის“, – აცხადებს შალვა ტაბატაძე.
რომელ მასწავლებლებს გაეზრდებათ ანაზღაურება 2017 წლის 1 იანვრიდან
განათლების სამინისტროს 2017 წლის ბიუჯეტი ახლებურად გადანაწილდა
მოამზადა მეგი კავთუაშვილმა
- ხელფასი 10 000, 9 000 და 8 000 ლარი – განათლების სამინისტროს ქვეუწყებისთვის გამონაკლისი წესი დადგინდა – დეტალები by ARIS.GE-განათლება
- აშენდება თუ არა 179-ე საჯარო სკოლის ახალი შენობა? – რა პასუხი აქვს განათლების სამინისტროს by ARIS.GE-განათლება
- დადგინდა რამდენი ლარით დაფინანსდება 2025-2026 სასწავლო წელს მასწავლებლისა და სპეციალური მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა სწავლა by ARIS.GE-განათლება