„სავალდებულო საბაზო განათლება 9 წლიდან 10 წლამდე გაიზრდება“ – ირინა აბულაძე
![](https://edu.aris.ge/news/wp-content/uploads/2019/01/50973557_2674219725929089_6878512397967949824_n-458x257.jpg)
„მზადება სხვა სისტემური ცვლილებებისთვის განათლებაში“ – ასე უწოდა განათლების მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ იმ მოსალოდნელ ცვლილებებს, რასაც სამინისტრო სამომავლოდ სკოლებში გეგმავს.
„სავალდებულო საბაზო განათლებაში 9-წლიანი სისტემის 10 წლამდე გაზრდა; დაწყებითი და საბაზო საფეხურის დონეზე შეფასების დანერგვა; შედეგზე ორიენტირებული ინტერვენციის პროგრამების ამუშავება სკოლის დონეზე; საშუალო საფეხურის (მე-11-12 კლასელების) ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცება; პროფესიული პროგრამების საშუალო საფეხურზე ინტეგრაცია“, – ეს ის ჩამონათვალია, რომელიც ირინა აბულაძემ სკოლაში გასატარებელი რეფორმების სამომავლო ნაბიჯებად წარმოადგინა, თუმცა ვადები ამ ცვლილებების ამოქმედების შესახებ ჯერ არ კონკრეტდება.
„ახალი ცვლილება, რომელსაც ახლა გთავაზობთ, არის სავალდებულო საბაზო განათლების 9–წლიანი სწავლებიდან 10–წლამდე გაზრდა. ძალიან ბევრი ქვეყანა აკეთებს ამას. 10 კლასიდან გვაქვს მოსწავლეების მხრიდან სკოლის მიტოვების ყველაზე დიდი მაჩვენებელი, ეს არის 13 პროცენტი. საბაზო განათლების 10 წლამდე გაზრდით, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ჩვენი ახალგაზრდები მიიღებენ სრულყოფილ ზოგად განათლებას. მე-11-12 კლასიც არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვფიქრობთ, რომ ის უნდა იყოს უფრო აკადემიური. ჩვენ უნივერსიტეტები გვეუბნებიან, რომ მოდის პირველკურსელი რომელმაც არ იცის აკადემიური მეტყველება, არ აქვს პრეზენტაციის უნარი და ა.შ. და ის რაც სკოლაში უნდა ისწავლებოდეს უწევთ ასწავლონ უნივერსიტეტებმა პირველ–მეორე კურსებზე. მე-11-12 კლასი სკოლებში პრაქტიკულად მორღვეულია. ჩვენ, გამოდის, რომ ვაძლევთ უფლებას მოსწავლეს, სკოლაში არ იაროს“, – განაცხადა ირინა აბულაძემ, თუმცა როგორც ჩვენი კითხვის პასუხად გვითხრეს მე–12 კლასის გაუქმება არ იგეგმება.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
-
რას და როგორ ისწავლიან სტუდენტები ამ ფაკულტეტზე – დამტკიცდა კიბერუსაფრთხოების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by ARIS.GE-განათლება
-
ხელფასი 10 000, 9 000 და 8 000 ლარი – განათლების სამინისტროს ქვეუწყებისთვის გამონაკლისი წესი დადგინდა – დეტალები by ARIS.GE-განათლება
-
აშენდება თუ არა 179-ე საჯარო სკოლის ახალი შენობა? – რა პასუხი აქვს განათლების სამინისტროს by ARIS.GE-განათლება