GE

სახელმძღვანელოების გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის რეკომენდაციები განათლების სამინისტროს

„სახელძღვანელოების სფეროს სახელმწიფო მონოპოლიზების შემთხვევაში, მსოფლიო პრაქტიკით, ვერც ერთმა მთვრობამ ვერ უზრუნველყო მაღალი ხარისხის პროდუქციის შექმნა. ამ მეთოდს შედეგად შეიძლება მოყვეს მხოლოდ დიდი ხნით უკან დახეული საგანმანათლებლო სისტემა, ახალგზრდების წიგნიერიების დონის უკიდურესი  ვარდნა და განადგურებული საგამომცემლო ინდუსტრია” – ეს განცხადება ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის წარმომადგენლებმა გააკეთეს.

ისინი საქათველოში საგამომცემლო სფეროში არსებულ მდგომარეობასა და სახელმძღვანელოების გრიფირების შესახებ სასაუბროდ ჩამოვიდნენ. ადგილობრივმა ავტორებმა და გამომცემლებმა მათ ის პრობლემები გააცნეს, რასაც განათლების სამინისტროს მხრიდან, სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში ხედავენ.

„ვფიქრობ, სახელმძღვაელოების შეფასების ხარისხი განხილული არ უნდა იყოს იმ თვალსაზრისით თუ რამდენად ძვირი დაჯდება ის, მთავარია ხარისხი. ბავშვები იმსახურებენ გაცილებით მეტ რესურსებს, რომ შემდეგ დიდი როლი შეასრულონ თავიანთი ქვეყნის განვითარებაში. ჩვენი რჩევა იქნება სამინისტროსადმი, რომ პატივი ვცეთ ადამიანის საკუთრებას, იმ ადამიანის ნებას, რომელმაც შექმნა გარკვეული პროდუქტი. სახელმძღვანელოს შექმნა 5-10 წელს მოითხოვს, ამიტომ პატივი უნდა ვცეთ მის შემქმნელებს. აუცილბელია მოლაპარაკება, მხარეები აუცილებლად უნდა მივიდნენ შეთანხმებამდე. როდესაც გამომცემლობების დიდი ნაწილი საუბრობს რომ 2013 წლის შემდეგ, მათ მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა, ეს არ არის კარგი. გადაწყვეტილებები უნდა იყოს გამჭვირვალე. კონკურსი კი – კონკურენტუნარიანი, ყველა მხარე, ვინც ამ პროცესებშია ჩართული, უნდა იცავდეს გაკვეულ წესებს და აღარ იქნება ეჭვების საფუძველი“, – განაცხადა გამომცემელთა მსოფლიო ასოციაცის ხელმძღვანელმა  ხოსე ბორგინომ EDU.ARIS.GE -სთან საუბარში.

სახელმძღვანელოების გამომცემელთა მსოფლიო ფორუმის წევრის კრისტენ ეინარსონის აზრით, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობასა და გამომცელებს შორის შედგეს შეთანხმება და შეიქმნას ერთიანი პლატფორმა საუკეთესო სახელმძღვნელოების გამოსაცემად.

გამოცემელთა მსოფლიო ორგანიზაციას  ახლგაზრდა და განვთარებადი ბაზრის წარმატებისთვის, გარკვეული რეკომენდაციები აქვს, რომელსაც  მთავრობას და გამომცემლებს სთავაზობს.

საერთაშორისო ექსპერტების აზრით, მნიშნელოვანია ეროვნული სახელმძღვანელოების პოლიტიკა. მათი თქიმთ, უმაღლეს დონეზე უდა იქნას მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ეროვნული სახელმძვანელოების და საგამომცემლო ინდუსტრიის მხარდაჭერისკენ იქნება მიმართული.

შემდეგი რეკომენდაცია მთავრობის მიერ დადგენილ საგამანათლებლო მიზნებს ეხება. ექსპერტების აზრით, სახელისუფლებო ორგანოებმა, თავი უნდა შეიკავონ საგამომცელო და სასტამბო საქმიანობისგან და ფოკუსირება მოახდინონ განათლების სასწავლო გეგმის განვითარებაზე.

გამომცემელთა მსოფლიო ასოციაცია მმართველ რგოლს ურჩევს, ოფიციალური ნებართვებისთვის გამჭვირვალე მექანიზმის შექმნას. დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხს მქონე სახელისუფლებო ორგანომ, აღიარებული ექსპერტების, მათ შორის დამოუკიდებელი პროფესორ-მასწავლებელების  ჩართულობით და ხელმძღვანელობით უნდა შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა წიგნი არსებულ სასწავლო გეგმას.

გრიფირების კონკურსში სახელმძღვანელოების შეფასების პროცესი უნდა იყოს ღია, გამჭვირვალე და მკაფიოდ განსაზღვრულ კრიტერიუმებზე დაფუძნებული. ექსპერტების აზრით, არ უდა დაწესდეს შეზღუდვა წიგნების რაოდენობაზე. წიგნის დაწუნების მზეზები კი უნდა განემარტოს გამომცემელს. საუკეთესო შემთხვევაში პროცესი საშუალებას აძლევს გამომცემლებს, გააუმჯობესონ წიგნები მანამ, ვიდრე ისინი მოთხოვნილ სტანდარტებს არ  დააკმაყოფილებენ.

მორიგი რჩევა გამომცემლობებისთვს თანაბარი შესაძლებლობების მინიჭებას ეხება. სტუმრების აზრით, ყველა გამომცემლობა უნდა იყოს თანაბარ პირობებში, მიუხედავად იმისა, უცხოელ მფლობელს ეკუთვნის, კერძოა თუ ხელისუფლების საკუთრებაშია. ყველას უნდა ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა, რომ მათი წიგნები დამტკცდეს საჯარო სკოლებში გამოსაყენებლად.

ექსპერტების აზრით, გადაწყვეტილება, თუ რომელი წიგნი უნდა შეირჩეს კონკრეტული კლასისითვის, მიღებული უნდა იქნას ყველაზე დაბალ ადმინისტრაციულ საფეხურზე, იდეალურ შემხვავაში სკოლის მიერ. მათსავე რეკომდაციებში შედის, რომ დაფინანსება უმჯობესია გადაეცეთ სკოლებს ან მშობლებს.

„სასკოლო წიგნები შეძლებისდაგვარად იყიდება და ნაწილდება წიგნის მაღაზიებში, რათა მათაც სტაბილური შემოსავლის წყარო ქონდეთ. ამით გამომცემლებს შეეძლებათ შექმნან გძელვადიანი შემოსავლის ნაკადი, რომელიც დამოკიდებული იქნება წიგნის წარმატებაზე სკოლაში“, – განმარტავენ ექსპერტები.

მათივე აზრით, ავტორებისთვის და გამომცემლობებისთვის პრობლემაა მეკობრული გამოცემები, რომლებიც არა მხოლოდ ართმევს შემოსავალს ავტორებს, არამდ სერიოზულ გრძელვადიან ზიანსაც აყებენს მათ. „კოპირება შესაძლებელი უნდა იყოს მხოლოდ კოლექტიური ლიცენზირების მეშვეობით“, – დასძენენ ისინი

გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის ხელმძღვანელი და სხვა სტუმრები  ხვალ განათლების მინისტრის მოადგილესთან შეხვედრას გეგმავენ, რომელსაც საკუთარ მოსაზრებებს გაუზიარებენ.

ამავე თემაზე:

განათლების სამინისტრომ სასკოლო წიგნების გამომცემლებთან მიღწეული შეთანხმების დეტალები გაასაჯაროვა

ბუბა კუდავა: „განათლების სამინისტრო ძალადობრივი გზით გვართმევს ინტელექტუალურ საკუთრებას“

სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორებმა განათლების სამინისტროში შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს

სკოლებში 2017–18 სასწავლო წელსაც ძველი სახელმძღვანელოებით ისწავლიან – „მე და საზოგადოების“ სწავლება გადაიდო

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური