სებასტიან მოლინეუსი: კადრების დეფიციტის აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვანია განათლების სისტემის რეფორმა
სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის, სებასტიან მოლინეუსის განცხადებით, კადრების დეფიციტის აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვანია განათლების სისტემის რეფორმა.
მოლინეუსმა აღნიშნულის შესახებ დღეს, 25 ოქტომბერს, საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.
„ძალიან დიდი პატივია ადამიანური კაპიტალის პროგრამის დაწყების ხელშეწყობა, რომელსაც აქ, საქართველოში ვავითარებთ. ეს ძლიერი პროგრამაა, რომელსაც საქართველოს მთავრობასთან ერთად, განსაკუთრებით ფინანსთა სამინისტროსთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან და განათლების სამინისტროსთან ერთად ვახორციელებთ, ასევე ჩართულია საფრანგეთის განვითარების სააგენტო. ჩვენ განზრახული გვაქვს ყოვლისმომცველი პროგრამის დაწყება, რომელიც ნამდვილად გააუმჯობესებს ჯანდაცვის შედეგებს, განათლების შედეგებს და უფრო მიზნობრივ სოციალურ დახმარებას, რომელიც გავლენას მოახდენს ღარიბ მოსახლეობაზე.
„საკმაოდ საინტერესო ვითარებაა საქართველოში, როცა ერთი მხრივ ჩვენ ვხედავთ შედარებით მაღალ უმუშევრობას, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. მეორე მხრივ გამოჩნდა ბევრი კომპანია, რომელთაც სურთ დაასაქმონ. კომპანიების ამჟამად აწყდებიან შრომითი ძალისა და კვალიფიკაციის ნაკლებობას საქართველოში. პირველი, რაც უნდა გაკეთდეს არის ის, რომ განათლების სისტემამ უზრუნველყოს მაღალი დონის უნარები, უზრუნველყოს კვალიფიციური კადრების მომზადება, რომ დაკმაყოფილებული იყოს ის მოთხოვნები, რაც აქვს მომსახურების ინდუსტრიას და უმაღლესი განათლების დონეს. მეორე საკითხი არის ტრენინგების ჩატარება, ხოლო მესამეა მაღალი ანაზღაურების ქონა, რათა საქართველოს მოქალაქეებმა საქართველოში დარჩენა არჩიონ“, – თქვა მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა.
ცნობისთვის, საქართველომ დღეს დაიწყო ადამიანური კაპიტალის პროგრამა მსოფლიო ბანკის და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, რომლის მიზანია ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის ამაღლება ჯანდაცვაში, განათლებასა და სოციალურ დაცვაში ინვესტირებით. ადამიანური კაპიტალის პროგრამის მხარდასაჭერად, მსოფლიო ბანკმა 400 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების ინვესტიცია გამოყო, ხოლო საფრანგეთის განვითარების სააგენტომ (AFD) 100 მლნ. ევროს ოდენობის თანადაფინანსება განახორციელა.
სკოლები თავიანთი შედეგების მიხედვითაც დაფინანსდებიან – რას გულისხმობს ახალი პროექტი
ბანკის ინფორმაციითვე, ადამიანური კაპიტალის პროგრამა გააძლიერებს საქართველოში ბავშვებისა და ახალგაზრდების უნარებს და კომპეტენციას, რათა მათ უკეთ დაძლიონ თანამედროვე საზოგადოების წინაშე არსებული კომპლექსური პრობლემები. სწავლის საერთო შედეგების გასაუმჯობესებლად, პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს განათლების სისტემის გარდაქმნას როგორც ადრეული განათლების, ისე ზოგადი და საუნივერსიტეტო განათლების და მომდევნო ეტაპებზე, უზრუნველყოფს რა თანასწორ შესაძლებლობებს ყველაზე ღარიბი და მოწყვლადი ფენებისთვის.
ასევე იხილეთ:
„საქართველოში, ბავშვი, რომელიც სკოლაში 12 წელს ატარებს, შედეგებით მე-8, მე-9 კლასელის დონეზეა“
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება