GE

სემესტრული განმავითარებელი შეფასება საგნების მიხედვით ორი მოსწავლის მაგალითზე (მე-3 კლასი)

ავტორი: ლიკა ასანიძე

სემესტრული განმავითარებელი შეფასება (ნე-3 კლასი)

ქართული ენა და ლიტერატურა

მოსწავლე N1

მოსწავლეს შეუძლია სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტებისმოსმენა, გაგება-გააზრება და გადმოცემა. იგი იყენებს ზეპირმეტყველების ნაცნობ სტრატეგიებს მიზნის შესაბამისად. მას შეუძლია გაწაფულად კითხვა, იგი კითხვისნაცნობ სტრატეგიებს იყენებს მიზნის შესაბამისად. მოსწავლეს შეუძლია ნაცნობილექსიკის, ენობრივ-სინტაქსური კონსტრუქციებისა და სტრუქტურულიელემენტების ადეკვატურად გამოყენება, იგი იცავს კალიგრაფიისა და მართლწერის საბაზისო ნორმებს.

მოსწავლე N2

მოსწავლეს შეუძლია სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტებისმოსმენა, უჭირს გაგება-გააზრება და გადმოცემა. იგი ნაწილობრივ იყენებსზეპირმეტყველების ნაცნობ სტრატეგიებს მიზნის შესაბამისად. მას შეუძლიაგაწაფულად კითხვა, იგი კითხვის ნაცნობ სტრატეგიებს იყენებს მიზნის შესაბამისად.მოსწავლეს მასწავლებლის დახმარებით შეუძლია ნაცნობი ლექსიკის, ენობრივ- სინტაქსური კონსტრუქციებისა და სტრუქტურული ელემენტების ადეკვატურადგამოყენება, იგი შეძლებისდაგვარად იცავს კალიგრაფიისა და მართლწერის საბაზისონორმებს.

მათემატიკა

მოსწავლე N1

მოსწავლე უშეცდომოდ და სწრაფად გამოსახავს, ადარებს და ალაგებს ნატურალურრიცხვებს 1000-ის ფარგლებში. ის სრულყოფილად იაზრებს ტექსტში მოცემულინფორმაციას, აკავშირებს ერთმანეთთან უშეცდომოდ, აწარმოებს გამოთვლებს დაიღებს სწორ პასუხს. გამართულად ახერხებს ამოცანის პირობის ამოკითხვას დანაწილობრივ იაზრებს კიდეც, თუმცა ხანდახან უშვებს მექანიკურ შეცდომას.დამოუკიდებლად აკეთებს შესაბამის ჩანაწერს, სწორად ასრულებს გამოთვლებს დაიღებს სწორ პასუხს, თუმცა ხანდახან შეიძლება, დაუშვას შეცდომა.

მოსწავლე N2

მოსწავლე სწორად გამოსახავს, ადარებს და ალაგებს ნატურალურ რიცხვებს, თუმცა ხანდახან უშვებს მექანიკურ შეცდომას. ის იაზრებს ტექსტში მოცემულ ინფორმაციას, მასწავლებლის დახმარებით აკავშირებს ერთმანეთთან, დამოუკიდებლად აწარმოებსგამოთვლებს და იღებს სწორ პასუხს, თუმცა ხანდახან უშვებს შეცდომებს.გამართულად ახერხებს ამოცანის პირობის ამოკითხვას და ნაწილობრივ იაზრებსკიდეც, თუმცა უშვებს შეცდომას. მასწავლებლის დახმარებით ახერხებსგამოსახულების შედგენას და სწორი პასუხის მიღებას.

მათემატიკ

ამოსწავლე N1

მოსწავლე უშეცდომოდ და სწრაფად გამოსახავს, ადარებს და ალაგებს ნატურალურ რიცხვებს 1000-ის ფარგლებში. ის სრულყოფილად იაზრებს ტექსტში მოცემულ ინფორმაციას, აკავშირებს ერთმანეთთან უშეცდომოდ, აწარმოებს გამოთვლებს დაიღებს სწორ პასუხს. გამართულად ახერხებს ამოცანის პირობის ამოკითხვას დანაწილობრივ იაზრებს კიდეც, თუმცა ხანდახან უშვებს მექანიკურ შეცდომას. დამოუკიდებლად აკეთებს შესაბამის ჩანაწერს, სწორად ასრულებს გამოთვლებს დაიღებს სწორ პასუხს, თუმცა ხანდახან შეიძლება, დაუშვას შეცდომა.

მოსწავლე N2

მოსწავლე სწორად გამოსახავს, ადარებს და ალაგებს ნატურალურ რიცხვებს, თუმცა ხანდახან უშვებს მექანიკურ შეცდომას. ის იაზრებს ტექსტში მოცემულ ინფორმაციას, მასწავლებლის დახმარებით აკავშირებს ერთმანეთთან, დამოუკიდებლად აწარმოებს გამოთვლებს და იღებს სწორ პასუხს, თუმცა ხანდახან უშვებს შეცდომებს. გამართულად ახერხებს ამოცანის პირობის ამოკითხვას და ნაწილობრივ იაზრებს კიდეც, თუმცა უშვებს შეცდომას. მასწავლებლის დახმარებით ახერხებს გამოსახულების შედგენას და სწორი პასუხის მიღებას.

ბუნება

მოსწავლე N1

მოსწავლეს შეუძლია პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა და ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების დემონსტრირება. მას შეუძლია ორგანიზმების(მცენარეებისა და ცხოველების) აღწერა და დახასიათება ძირითადი ნიშან-თვისებების მიხედვით. მას ასევე შეუძლია სითბოსა და სინათლის გავრცელების მარტივი კანონზომიერებების აღწერა. შეუძლია ციურ სხეულებზე დაკვირვება დამსჯელობა. მოსწავლე ახასიათებს ამინდის განმსაზღვრელ ბუნებრივ მოვლენებს.

მოსწავლე N2

მოსწავლეს შეუძლია პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა და ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების დემონსტრირება. მას მასწავლებლის დახმარებით შეუძლია ორგანიზმების (მცენარეებისა და ცხოველების) აღწერა და დახასიათება ძირითადი ნიშან-თვისებების მიხედვით. მას ნაწილობრივ შეუძლია სითბოსა და სინათლის გავრცელების მარტივი კანონზომიერებების აღწერა. მასწავლებლის დახმარებით შეუძლია ციურ სხეულებზე დაკვირვება და მსჯელობა. მოსწავლე ახასიათებს ამინდის განმსაზღვრელ ბუნებრივ მოვლენებს.

ხელოვნება

მოსწავლე N1

მოსწავლეს შეუძლია სახვითი ხელოვნების საშუალებებისა და ხერხების გამოყენება ჩანაფიქრის, იდეის, გუნება-განწყობის (ემოციების), შთაბეჭდილებების გადმოცემა ნამუშევარში. მას შეუძლია ინდივიდუალური და ერთობლივი ნამუშევრის წარდგენა, ნაწილობრივ საუბრობს შესაბამისი ტერმინების გამოყენებით. იგი აკავშირებს ხელოვნების სხვადასხვა დარგისა და ჟანრის ნიმუშებს ყოველდღიურ ცხოვრებასთან და საკუთარ შემოქმედებით საქმიანობასთან

მოსწავლე N2

მოსწავლეს ნაწილობრივ შეუძლია სახვითი ხელოვნების საშუალებებისა და ხერხების გამოყენება ჩანაფიქრის, იდეის,გუნება-განწყობის (ემოციების), შთაბეჭდილებების გადმოცემა ნამუშევარში. მას შეუძლია ინდივიდუალური და ერთობლივი ნამუშევრის წარდგენა, ნაწილობრივ საუბრობს შესაბამისი ტერმინების გამოყენებით. იგი აკავშირებს ხელოვნების სხვადასხვა დარგისა და ჟანრის ნიმუშებს ყოველდღიურ ცხოვრებასთან და საკუთარ შემოქმედებით საქმიანობასთან.

სპორტი

მოსწავლე N1

მოსწავლეს კარგად შეუძლია პირადი ჰიგიენის და უსაფრთხოების ელემენტარული წესების დაცვა, მას ასევე თავისუფლად შეუძლია ფიზიკურ აქტივობაში მონაწილეობისათვის აუცილებელი საბაზისო მოძრაობითი უნარ-ჩვევების წარმოჩენა (მაგ., გადაადგილება ხტომა, რბენა; მანიპულირება – გადაგდება, დაჭერა; წონასწორობის შენარჩუნება – გადახტომა, დახტომი). მოსწავლე აქტიურადმონაწილეობს ინდივიდუალურ და ჯგუფურ ვარჯიშებში და მოძრავ თამაშებში, ითვალისწინებს ასევე თანატოლების ინტერესებს.

მოსწავლე N2

მოსწავლეს შეუძლია პირადი ჰიგიენის და უსაფრთხოების ელემენტარული წესებისდაცვა, მას ასევე შეუძლია ფიზიკურ აქტივობაში მონაწილეობისათვის აუცილებელი საბაზისო მოძრაობითი უნარ-ჩვევების წარმოჩენა (მაგ., გადაადგილება ხტომა, რბენა;მანიპულირება – გადაგდება, დაჭერა; წონასწორობის შენარჩუნება – გადახტომა,დახტომი). მოსწავლე მონაწილეობს ინდივიდუალურ და ჯგუფურ ვარჯიშებში დამოძრავ თამაშებში, ითვალისწინებს ასევე თანატოლების ინტერესებს.

ასევე იხილეთ:

მოსწავლის განმავითარებელი კომენტარით შეფასება I-III კლასებში – მაგალითები და ინსტრუქცია

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური