GE

„სისულელეა ეს გამოცდა“ – პირველი მასწავლებელი 5-საათიანი გამოცდიდან ერთ საათში გამოვიდა

მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდიდან, რომელიც დღეს ტარდება და 5 საათს გრძელდება, პირველმა პედაგოგმა უკვე დატოვა.

147-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან გამოსული პრაქტიკოსის სტატუსის მქონე მასწავლებელი გამოცდას სისულელეს უწოდებს, თუმცა არ აკონკრეტებს კონკრეტულად რამ გამოიწვია მისი გაღიზიანება.

,,სისულელეა ეს გამოცდა, რაც სახელმწიფოა, ისაა გამოცდაც. ძაან გეხვეწები ნუ მწერ ახლა რა”, – გვითხრა ცენტრის დატოვების შემდეგ პედაგოგმა.

მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური