GE

სიტყვათა დამარცვლისა და გადატანის წესები და მაგალითები აბიტურიენტებისათვის და არამხოლოდ

ავტორები: შუქია აფრიდონიზე და ქეთევან დათუკითვილი (სახელმწიფო ენის დეპარტამენტი)

სიტყვათა დამარცვლა გადატანის წესები:

ორ- ან მეტმარცვლიანი სიტყვები უნდა გადავიტანოთ შემდეგი წესების მიხედვით:
თუ ხმოვანს მოსდევს ხმოვანი ბგერა, მაშინ გადატანისას შეიძლება მათი გაყოფა: გა-იგო, მა-ისი, და-აარსა ან დაა-არსა…

თუ ორ ხმოვანს შორის ერთი თანხმოვანია, მაშინ ის გადავა მომდევნო სტრიქონზე; არ შეიძლება სიტყვის გათიშვა ამ თანხმოვანზე. უნდა გადავიტანოთ შემდეგნაირად: მა-ტარებელი, მატა-რებელი, მატარე-ბელი ან მატარებე-ლი, აბა-ზანა ან აბაზა-ნა…

თუ ორ ხმოვანს შორის ორი თანხმოვანია, მაშინ პირველი რჩება წინა სტრიქონზე, მეორე გადადის მომდევნოზე: ორ-მო, ოთ-ხი, წიგ-ნი, საქ-მე, აფ-თარი, საჩ-ხერე, ხორ-ბალი, სატ-ყეო…

თუ ორ ხმოვანს შორის ორზე მეტი თანხმოვანია, მაშინ წინა სტრიქონზე უნდა დარჩეს ან მომდევნო სტრიქონზე გადავიდეს ერთი თანხმოვანი მაინც. უნდა გადავიტანოთ შემდეგნაირად: დააფ-რქვევს, დააფრ-ქვევს, დააფრქ-ვევს…

სიტყვათა გადატანისას არ შეიძლება:

ერთმარცვლიანი ანუ ერთხმოვნიანი სიტყვის გადატანა; იგი უნდა დარჩეს ერთ სტრიქონზე: ფცქვნის, გვბრდღვნის..

ერთი ასოს (ხმოვნის ან თანხმოვნის) სტრიქონზე დატოვება ან მომდევნო სტრიქონზე გადატანა; უნდა დარჩეს ორი ასო მაინც: აუ-ღია, ატე-ლიე…

მხოლოდ თანხმოვნების (ორის ან მეტის) სტრიქონზე დატოვება ან მომდევნო სტრიქონზე გადატანა; უნდა დარჩეს ერთი ხმოვანი მაინც: თრთვი-ლი, ფცქვნი-და, ან-სამბლს…

მეტი მაგალითის სანახავად იხილეთ დოკუმენტი

ასევე იხილეთ:

გრამატიკული ცნობარი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური