GE

რატომ არის სიზარმაცე სასარგებლო ჯანმრთელობისთვის?

ამტკიცებენ, რომ ყველა დიდი აღმოჩენა გაკეთებულია სიზარმაცით. არქიმედემ ჰიდროსტატიკური კანონი აბაზანის მიღებისას აღმოაჩინა, ხოლო მენდელეევს, როგორც ცნობილია ქიმიურ ელემენტთა ცხრილი დაესიზმრა, წერს – Econet.

სიზარმაცე არის პროგრესის მამოძრავებელი. როცა ადამიანი ზოგავს თავს და ძალებს, მაშინ მას ერთვება ეშმაკობა და იგონებს ყველაზე ეფექტურ და იოლ მეთოდს მიზნების მისაღწევად. ზარმაცი პოულობს ბევრ ვარიანტს, როგორ დაზოგოს ენერგია, დრო და ფული ამოცანის რეალიზაციისას.

სიზარმაცე ხელს უწყობს ადამიანს მიიღოს სწორი გადაწყვეტილებ

100-ჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი – ეს აუჩქარებელ ადამიანებზეა. მათ საკმაო დრო აქვთ, რომ მოწყდნენ სამუშაოს არანორმალურ რიტმს და შეხედონ სიტუაციას ახლებურად. ზომიერება გადაწყვეტილების მიღებისას არასოდეს აფუჭებს საქმეს, პირიქით, იცავს ადამიანს ნაჩქარევი და უსარგებლო ქმედებებისგან და ეხმარება შეამციროს ამ ყველაფერთან დაკავშირებული რისკები.

სიზარმაცე სიცოცხლეს ახანგრძლივებს

ექსპერტებმა დიდი ხანია დაამტკიცეს, რომ სიზარმაცე კარგია ჯანმრთელობისათვის. ადამიანი, რომელსაც შეუძლია იყოს ზარმაცი, ასევე შეუძლია დასვენება. ზარმაცები ნაკლებად მიდრეკილნი არიან სტრესისადმი. შრომადამოკიდებული ბევრს მუშაობს, სტრესიც შესაბამისად გროვდება. თუ ადამიანს არ შეუძლია მოდუნება, ის აგრძელებს ნერვიულობას, ამ მდგომარეობას კი შეუძლია სერიოზული დაავადებების პროვოცირება. ასე რომ, შეეცადეთ მოიხსნათ დაძაბულობა და გონივრულად გაანაწილოთ თქვენი დრო. არ დახარჯოთ სასიცოცხლო ძალები ფუჭად, რადგან საბოლოო ჯამში ცხოვრების აზრი ნამდვილად არ არის მუდმივ მუშაობაში.

ჩვენ, რა თქმა უნდა, არ მოგიწოდებთ სიზარმაცისკენ. იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ დიდი ძალისხმევა და მუშაობაა საჭირო, მაგრამ აუცილებლად გამონახეთ დრო დასვენებისათვის. წარმატებას გისურვებთ! 🙂

წყარო: http://ubr.ua

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური