სკოლამდელი დაწესებულების მეთოდისტების გადამზადება დაიწყო
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში სკოლამდელი დაწესებულების მეთოდისტების/პროგრამის კოორდინატორების გადამზადება დაიწყო. ტრენინგის მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი გაეცნენ.
ტრენინგზე მეთოდისტები გაეცნობიან ადრეული და სკოლამდელი განათლების სტანდარტებს. ასევე, თუ რა ცოდნა, უნარ-ჩვევები და დამოკიდებულებები უნდა ჰქონდეს 21-ე საუკუნის მოქალაქეს, რას გულისხმობს „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონი და ბავშვის უფლებათა კონვენცია, როგორია ბავშვის განვითარების ძირითადი მახასიათებლები.
ტრენინგმოდული შედგება 33 სესიისგან, თითოეული სესიის ხანგრძლივობა არის ორი საათი.
ტრენინგმოდულის შეფასება ხორციელდება 100-ქულიანი სისტემით. სერტიფიკატის მისაღებად მონაწილე უნდა დაესწროს ტრენინგ-მოდულის 80%-ს და 100-ქულიდან დააგროვოს მინიმუმ 60 ქულა.
ტრენინგმოდულს საქართველოს მასშტაბით 600-მდე სკოლამდელი დაწესებულების მეთოდისტი გაივლის, რომელთაგან სერტიფიცირებულებს საშუალება მიეცემათ ტრენინგები ჩაუტარონ სკოლამდელი დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებს.
ტრენინგმუდული “აღმზრდელ პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ მოდულის” შემუშავებულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.
- რომელ საგნებში გამოვლინდებიან 2022 წლის საუკეთესო მასწავლებლები – კონკურსში მონაწილეობის პირობები by ამბები ზოგადი განათლებიდან
- ადრეული განათლების მიმართულების ტრენერობის მსურველთათვის კონკურსი გამოცხადდა – დეტალები by მასმედია
- კონკურსი „საჯარო სკოლის 2021 წლის საუკეთესო დირექტორი“ – რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს კანდიდატმა by ამბები ზოგადი განათლებიდან