საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში დიდ ქალაქებში სწავლა 2 კვირით გადაიდო – მთავრობის გადაწყვეტილება
საქართველოს მსხვილი ქალაქების სკოლებში და ასევე უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა პირველ ოქტომბრამდე გადაიდო.
ამის შესახებ ამ წუთებში, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი.
პრემიერ-მინისტრის თქმით, სწავლა ორი კვირით გადაიდება როგორც ბათუმსა და ქობულეთში, ისე თბილისში, რუსთავში, გორში, ზუგდიდში, ფოთში, ქუთაისში.
თუმცა, ამის მიუხედავად, სასწავლო პროცესი დისტანციურად, 15 სექტემბერს დაიწყება ყველა უმაღლეს სასწავლებელსა და სკოლებში.
“ორი კვირით, ისევე როგორც ბათუმში სასწავლო პროცესი გადაიდოს 1-ელ ოქტომბრამდე, ოღონდ მსხვილ ქალაქებში, ისეთი როგორებიც არის: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, გორი, ზუგდიდი და ფოთი. ამ ქალაქებში სასწავლო პროცესი ნებისმიერ სასწავლებლებში, უმაღლესში, ისევე როგორც სკოლებში, დაიწყება პირველი ოქტომბრიდან. ეს საჭიროა იმისთვის, რომ სწორად შევაფასოთ ეს მიმდინარე რისკები და ამისთვის ჩვენ გვჭირდება ეპიდემიოლოგებთან მუშაობა და ამის შემდეგ ჩვენ უკვე მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს ბავშვებთან დაკავშირებით”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
“ჩვენ ისედაც მზად გვქონდა სწავლების ჰიბრიდული ფორმა, რომელიც ყველა ვარიანტში უნდა დაწყებულიყო სწავლა. შესაბამისად, სწავლა ყველა ვარიანტში სწავლა დისტანციურად დაიწყება ყველგან, ხოლო კლასებსა და აუდიტორიებში პირველი ოქტომბრიდან”, – განმარტა გახარიამ მოგვიანებით.
ასევე იხილეთ:
სწავლა 15 სექტემბრიდან ყველგან დისტანციურად დაიწყება – პრემიერ–მინისტრი
რა ვალდებულებები აქვთ მოსწავლის მშობელსა და განათლების სამინისტროს დისტანციური სწავლებისას
-
თბილსისი საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია იწყება – ვადები და პროცედურა
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლებში ეროვნული შეფასებების დანერგვის მიზნით, 12 საგანში დავალებები შეიქმნა“ – პრემიერ-მინისტრი ზოგად განათლებაზე
by ARIS.GE-განათლება
-
გამოქვეყნდა მაქსიმალური ქულები და საგამოცდო დრო 2026 წლის ზაფხულის გამოცდების ყველა მონაწილისთვის
by ARIS.GE-განათლება