GE

სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტიდან 15-მარტამდე გაგრძელდება

საქართველოში საჯარო სკოლებში არდადეგებისა და დასვენების დღეები მთელი სასწავლო წლის განმავლობაში შესაბამისი კანონით წინასწარ არის განსაზღვრული. კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, ცვლილება არც წლევანდელ საგაზაფხულო არდადეგების განრიგში არ შესულა.

როგორც EDU.ARIS.GE-ს განათლების სამინისტროში განუცხადეს, წელს საგაზაფხულო არდადეგები ერთ კვირას გასტანს, ის 8 მარტიდან დაიწყება და 14 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. 15 მარტს კი, საგაკვეთილო პროცესი სკოლებში განახლდება.

„წელს, გაზაფხულზე, ბავშვები და მასწავლებლები 8 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით დაისვენებენ, 15 მარტიდან კი, სკოლებში საგაკვეთილო პროცესი აღდგება“, – განაცხადეს განათლების სამინისტროში.

რაც შეეხება კერძო სკოლებს, იქ სწავლის დაწყებისა და დასრულების თარიღს თავად განსაზღვრავენ, თუმცა ხშირ შემთხვევაში, ის საჯარო სკოლებში გამოცხადებულ არდადეგებს ემთხვევა.

2020-2021 სასწავლო წელი პირველკლასელებისთვის 27 მაისს, მე-12 კლასელებისთვის 20 მაისს, დანარჩენი კლასებისთვის კი 15 ივნისს დასრულდება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური