GE

„სკოლებში ზამთრის არდადეგები 29 დეკემბრიდან დაიწყება და 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება“, – ირინა აბულაძე

საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები 2018 წლის 29 დეკემბრიდან დაიწყება და 2019 წლის 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ გორში, მეცხრე საჯარო სკოლაში სტუმრობისას განაცხადა.

მოსწავლეებისთვის საგაკვეთილო პროცესი 28 დეკემბერს, პარასკევ დღეს დასრულდება. რაც შეეხება მასწავლებლებს და სკოლის ადმინისტრაციას, როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განმარტავენ, არდადეგები საგაკვეთილო პროცესს ეხება, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ პედაგოგებს სკოლაში გამოცხადება არდადეგების პერიოდშიც მოუწიოთ იმის გათვალისწინებით, აქვთ თუ არა რაიმე საქმე დასასრულებელი. „ამის შესახებ ინფორმაცია მასწავლებელმა სკოლის ადმინისტრაციასთან, დირექტორთან უნდა გაარკვიოს“, – აცხადებენ სამინისტროში.

სასწავლო პროცესის განახლება 15 იანვარს მოხდება, მოსწავლეები სკოლას სამშაბათ დღეს დაუბრუნდებიან.

მინისტრის მოადგილის თქმით, სასკოლო არდადეგები განსაზღვრულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანების თანახმად.

მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური