GE

სკოლიდან გათავისუფლებული პედაგოგი საკუთარი უფლებების დაცვას სასამართლოში გეგმავს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ აჭყვისთავის საჯარო სკოლის დისციპლინარულმა კომიტეტმა პედაგოგ ხათუნა მენაბდის სკოლიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ცნობილია, განათლების სამინისტრომ მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესი2014 წლის 30 დეკემბერს დაამტკიცა და მათი ქცევის ნორმები კონკრეტულად და მკაცრად განსაზღვრა.

პედაგოგის გათავისუფლების საკითხი დღის წერიგში მას შემდეგ დადგა, რაც ამავე სკოლის დირექტორმა ხათუნა მენაბდე ფიზიკურ შეურაცხყოფაში დაადანაშაულა. დირექტორის თქმით, დაპირისპირება სკოლაში ჩატარებულ ექსტერნის გამოცდებს უკავშირდება. ისტორიის პედაგოგის შვილი ერთ-ერთი მათგანია, რომელიც გამოცდის დროს ჩაიჭრა.

შორენა მენაღარიშვილი: „ჯერ ის მწვდა საყელოში და ეს გადაიზარდა ჩხუბში. შემდეგ მწვდა თმებში. დაპირისპირების მიზეზი გახდა მოსწავლეების მიერ მიღებული დაბალი შეფასებები ექსტერნის გამოცდაზე, რის შემდეგაც ხათუნა მენაბდისგან ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცყოფა მოჰყვა.“

11046900_652505374854500_943553343_nისტორიის პედაგოგი აცხადებს, რომ გათავისუფლების ბრძანება ოფიციალურად მას ამ დრომდე არ მიუღია. როგორც კოლეგებმა შეატყობინეს, შორენა მენაღარიშვილი გათავისუფლების ბრძანებას მას იმავე სოფელში ფოსტის საშუალებით უგზავნის და არა პირდაპირი გადაცემის წესით. ყოფილი პედაგოგი გათავისუფლების შესახებ ბრძანების გასაჩივრებას გეგმავს.

ხათუნა მენაბდე Aris.ge- განათლებასთან საუბარში ამბობს, რომ ამ არეულობაში დაზარალებული თავად არის, რადგან დირექტორის არასწორი ქმედებით მისი შვილი ლიკა უსტიაშვილი ფიზიკურად და მორალურად დაზარალდა.  

„დაწერილია ბრძანება და დღემდე არ ჩამბარებია, რადგან  ოფიციალურად ფოსტის მეშვეობით იგზავნება. სანამ არ ჩამბარდება გათავისუფლების ბრძანება მანამდე გასაჩივრების უფლება არ მაქვს. ველოდები დოდოკუმენტს და აუცილებლად მივმართავ სასამართლოს.“

აჭყვისთავის ოთხი მოსწავლე, რომელმაც ექსტერნის გამოცდა მათივე განმარტებით დირექტორის მიერ არასწორი პასუხების კარნახის გამო ვერ ჩააბარა, მისი გადადგომის მოთხოვნით შიმშილობდა, თუმცა ქობულეთის რესურსცენტრის წარმომადგენლების ჩარევის შემდეგ, აღსაზრდელებმა აქცია დროებით შეწყვიტეს.

ქობულეთის რესურსცენტრში აცხადებენ, რომ გამოცდის პროცედურული დარღვევის შესახებ განცხადებით აჭყვისთავის სკოლის აღსაზრდელებს გასასაჩივრებელ ვადაში, ორი დღის განმავლობაში არ მიუმართავთ. რესურსცენტრის ხელმძღვანელის მადონა გოგიტიძის თქმით, ოფიციალური განცხადება მათთან არც შემდგომ პერიოდში შესულა, თუმცა მიუხედავად ამის სკოლაში განვითარებულ მოვლენებს ყოველდღიურად აკონტროლებენ, რომ ყველაფერი კანონის დაცვით წარიმაართოს.

„გამოცდის შედეგების გასაჩივრებისთვის განკუთვნილ 10-დღიან ვადაში სააპელაციო განაცხადის წარმოდგენა ჩვენთან არ მოხდარა. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში შეიტანეს. განცხადებას ველოდებით სამინისტროს მხრიდან ადმინისტრაციული წარმოების და ამის შემდეგ შესაბამისად ვიმოქმედებთ“, – აცხადებენ რესურსცენტრში.

უკვე ცნობილია, რომ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აჭყვისთავის საჯარო სკოლაში ადმინისტრაციული წარმოების მართებულობის შესახებ განცხადებას ორშაბათს გაასაჯაროებს.

ქობულეთის რაიონ სოფელ აჭყვისთავის  საჯარო სკოლაში მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 125 მუხლით არის აღძრული, რაც ცემის ფაქტს მოიცავს. დაპირისპირების თვითმხილველი 10-მდე პედაგოგი საგამოძიებო უწყებამ უკვე დაკითხა.

მაია შავაძე – ბათუმი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური