GE

სკოლიდან სარვამარტო ზეიმზე წაყვანილი პირველკლასელი შენობის კიბიდან ჩამოვარდა

61-ე სკოლის მიერ დაგეგმილ ღონისძებაზე, რომელიც 8 მარტის აღსანიშნავად უნდა ჩატაებულიყო პირველკლასელი ბიჭი მე-5 სართულიდან მე-4-ზე ჩავარდა. როგორც სკოლის დირექტორი შორენა ღუდუშაური აცხადებს, დაშავებული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მხოლოდ წარბი აქვს გახეთქილი.

სკოლის დირექტორი აღნიშნავს, რომ ბავშვი შენობაში ბებიასთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც კიბის უჯრედიდან ჩავარდა. მისივე თქმით, 8 მარტთან დააკავშირებით ადგილზე ღონისძიება იგეგმებოდა, რომელსაც მოსწავლეები და მშობლები უნდა დასწრებოდნენ, თუმცა მომხადარის შემდეგ ღონისძიება ჩაიშალა.

„იგეგმებოდა ღონისძიება. იქ იყვნენ მოსწავლეები, მშობლები და რატომღაც ამ დარბაზში დაფარულად იყო ეს ადგილი. ბავშვმა ვერ დაინახა. მას წარბი აქვს გახეთქილი და ადეკვატურია. ჩვენ ვერ შევამოწმებდით მთელ დარბაზს, ეს იყო დარბაზის გარეთ პერიმეტრი, სადაც ხალხი ტრიალდება და ელოდებოდნენ დარბაზში შესვლას.

“დაახლოებით მეორე სართულის სიმაღლიდან, კიბის უჯრედიდან შემთხვევით გადმოვარდა, კიბის უჯრედთან შუშა ეგონა და მიეყუდა. ღონისძიების დაწყებამდე მოხდა შემთხვევა. შავი ფარდა იყო ჩამოფარებული და იმას მიეყუდა. უკან შუშა უნდა ყოფილიყო, მაგრამ არ იყო. ბებია ედგა გვერდით. კიდევ კარგი ფარდას დაებღაუჭა და მთელი ძალით არ დაცემულა. კიბეზე დავარდა დაახლოებით 5-6 მეტრის სიმაღლიდან. რა თქმა უნდა, ღონისძიება ჩაიშალა”, – განაცხადა სკოლის დირექტორმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ბიზნესცენტრ „მოზაიკაში“ მიმდინარეობდა კონცერტი, რა დროსაც ფოიეში მყოფი 6 წლის ბავშვი მე-5 სართულიდან ჩავარდა მე-4 სართულზე. ბავშვი გადაყვანილია საავადმყოფოში, მის ჯანმრთელობას ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება სსკ-ის 124 მუხლით მიმდინარეობს.

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური